| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173438.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა - რა განცხადებები გაკეთდა აუდიენციის შემდეგ
გამოქვეყნებულია 2017-08-09 12:14:00
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გუშინ შეხვდა. აუდიენციის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის ეკონომიკურ დახმარებას. პუტინის თქმით, ამ დღეებში ძალაში შევიდა შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთთან ჯანდაცვის სფეროში გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი და რუსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო კონტურის შექმნაზე მუშაობას განაგრძობენ და ამ მიზნით, რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნის გეგმა განიხილება. რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გრძელდება და ხორციელდება საკოორდინაციო მექანიზმები, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში. რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მეგობარი და მოკავშირე. დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, პუტინს შევხვდე
წაკითხვა
რა საკითხები განიხილა რუსეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგასთან
რუსეთის პრეზიდენტი ბოლო ორი წლის განმავლობაში თეირანს უკვე მეორედ ესტუმრა. ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგასთან საკმაოდ ბევრი საკითხი განიხილ
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯა
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ირლანდიის სენატის თავმჯდომარე პრემიერს ხვდება
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლა
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ჰასან როუჰანი 1-ელ ნოემბერს თეირანში შეხვდებიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1-ელ ნოემბერს თეირანში ჩავა, სადაც ირანისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ კრემლის ოფიციალურ
წაკითხვა
კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული
წაკითხვა
|