| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173629.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ტაილანდელმა ბებიამ 91 წლის ასაკში უნივერსიტეტი დაამთავრაქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-10 13:39:00
ტაილანდელმა ბებიამ 91 წლის ასაკში უნივერსიტეტი დაამთავრა. ბაკალავრის ხარისხის მისაღებად მას თითქმის 20 წელი დასჭირდება. როგორც კიმლან იინკული BBC-თან ამბობს, მისი ცხოვრების დევიზია - „სწავლა არასდროს არის გვიანი“. იინკულის თქმით, მას ახალაგზრდობაში უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შვილები გაიზარდნენ და უმაღლესი განათლება მიიღეს, მან უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა და სანატრელი დიპლომი მიიღო. კიმლანი ტაილანდის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ლამპანგში დაიბადა. ბავშვობაში ის ბეჯითი მოსწავლე იყო და პროვინციის საუკეთესო სკოლა დაამთავრა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. მისი ოჯახი ბანგკოკში გადავიდა, თავად კიმლანი კი გათხოვდა. „ყოველთვის მინდოდა, ჩემს შვილებს სწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამიტომ ყოველთვის მხარს ვუჭერდი მათ, რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინათ“, - ამბობს კიმლან იინკული. კიმლანის ხუთი შვილიდან, ოთხს მაგისტრის ხარისხი აქვს, ერთმა კი აშშ-ში დოქტორის დისერტაცია დაიცვა. კიმლანმა უნივერსიტეტში 72 წლის ასაკში ჩააბარა, თუმცა ერთ-ერთი შვილის გარდაცვალების გამო, მან სწავლა დროებით შეწყვიტა. 85 წლის ასაკში მან სწავლა გააგრძელა და ძირითად საგნად სოციალური ეკოლოგია აირჩია. „არასდროს არ არის გვიან ახალი საქმის დაწყება. ჩემი გონება ყოველთვის ფხიზლადაა და მზად არის, სიახლე შეიცნოს“, - აცხადებს კიმლანი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 91 წლის ტაილანდელი ამბობს: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ჩემი სამსახურში აყვანა მოისურვოს. მე შვილიშვილების აღზრდას გავაგრძელებ“. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ინგლაკ ჩინავატს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ინგლაკ
წაკითხვა
ტაილანდში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმს 6 სამხედრო პირი ემსხვერპლა, 4 მძიმედ დაშავდა
ტაილანდში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმს 6 სამხედრო პირი ემსხვერპლა, 4-კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამხედროები პატრულირებას
წაკითხვა
ტაილანდში ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს
ტაილანდის სანაპირო ქალაქ პატანიში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა - წერს I
წაკითხვა
წყალდიდობა ტაილანდში
უამინდობა ტაილანდში. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მასშტაბურმა წყალდიდობამ 200-კილომეტრიან ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გა
წაკითხვა
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქი - ტაილანდის მეფე გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მო
წაკითხვა
ტაილანდში 12 აგვსიტოს მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
ტაილანდის პოლიციამ 12 აგვსიტოს მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. მათ უახლოეს საათებში დაკითხავენ.
წაკითხვა
ტაილანდის საკურორტო ქალაქში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტაილანდის საკურორტო ქალაქ ჰუა-ჰინში ორ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 19 პირი.
წაკითხვა
ტაილანდის პოპულარულ კურორტზე ორი ბობმი აფეთქდა
ტაილანდის საკურორტო ქალაქ ჰუა-ჰინში ორი ბ
წაკითხვა
|