საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173783.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1091

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2018 წლის ბიუჯეტში აგვისტოს ომის გამოძიებისთვის საჭირო რესურსებიც იქნება განსაზღვრული

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-11 13:35:00

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) 2018 წლის ბიუჯეტს ამზადებს, სადაც აგვისტოს ომის გამოძიებისთვის საჭირო რესურსებიც განისაზღვრება.

„მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ICC-ის წარმომადგენელმა იმ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მხრიდან გამოძიებისთვის საჭირო ფინანსების შემცირებას ვარაუდობდნენ.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნების ასამბლეა მთლიანობაში პასუხისმგებელია იმაზე, რომ სასამართლო ფლობდეს საკმარის ფინანსურ რესურსს საკუთარი მანდატის ფარგლებში. ყველა წევრ ქვეყანას შეაქვს ფინანსური წვლილი ICC-ის ბიუჯეტში, რაც საკუთრივ მოიცავს საქართველოს სიტუაციის გამოძიების გასაგრძელებლად აუცილებელი რესურსების მობილიზებასაც.

უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნები არ აფინანსებენ განყენებულად საერთაშორისო სასამართლოს აქტივობებს. სასამართლო ამზადებს 2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს  გამოძიების გაგრძელებასა და ითანამშრომლებს ასამბლეასთან დეკემბერში ამ ბიუჯეტის დასამტკიცებლად“ ,- აღნიშნავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერი ფადი ელ აბდალა.

გამოითქვა ვარაუდი, რომ რომის სტატუტის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც თავის მხრივ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებებს აფინანსებენ, შესაძლოა, შეამცირონ ბიუჯეტი სხვადასხვა რეგიონში ომის დანაშაულის გამოძიებისთვის. ამას ექსპერტთა ნაწილი სასამართლოს ზედმეტ აქტიურობას და წევრ ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდასაც უკავშირებდა. ICC-ში საბიუჯეტო ცვლილებებზე საუბრები, თბილისში ჰააგის წარმომადგენლობის ოფისის გახსნის გადადებასაც მოჰყვა. 

„2017 წლის 17 ივლისს მსოფლიომ აღნიშნა რომის სტატუტის ხელმოწერის 17 წლის იუბილე. ამ დღეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა იმ ინსტიტუს მიმართ, რომელიც რომში, 17 წლის წინ შექმნეს. სასამართლო ახლა არის სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ინსტიტუცია, რომელიც კვლავ სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით წევრი ქვეყნების მხრიდან. ამ ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატების მიღწევა, რასაც სასამართლო, საერთაშორისო თანამეგობრობის შემაშფოთებელი, ყველაზე სერიოზული დანაშაულეს გამოძიებისა თუ მათზე სამართლებრივი დევნის პროცესში მიაღწია და აღწევს",- განუცხადეს ICC-ში.

საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნავენ, რომ პროკურორი ფატუ ბენსუდას ოფისი 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე გამოძიებაში დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ძირითადი და მკაცრი საფუძვლებით ხელმძღვანელობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლ
წაკითხვა
საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება - რა მიმართულებით გეგმავს ოფისი მუშაობას
საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება - რა მიმართულებით გეგმავს ოფისი მუშაობას
ცნობილია აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებული თარიღი, რომელსაც ოფიციალური თბილისი თვეებია ელის.&
წაკითხვა
ფატუ ბენსუდა ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება პროგრესი 2008 წლის ომის გამოძიებაში
ფატუ ბენსუდა ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება პროგრესი 2008 წლის ომის გამოძიებაში
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი​ ფატუ ბენსუდა ვერ აკეთებს პროგნოზ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა
გიორგი მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შინდისის ბრძოლის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით &
წაკითხვა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
წაკითხვა
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება - საომარი მოქმედებების თვითმხილველები შემზარავ ისტორიებს ჰააგის სასამართლოს ოფისის გამომძიებლებთან ჰყვებიან
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება - საომარი მოქმედებების თვითმხილველები შემზარავ ისტორიებს ჰააგის სასამართლოს ოფისის გამომძიებლებთან ჰყვებიან
ეთნიკური წმენდა, მკვლელობები, დანგრეული სახლები, მიტაცებული ქონება, მოროდიორობის ფაქტები: ცხრა წლის წინანდელ ომს უკვე წელიწადნახევარია ჰააგ
წაკითხვა
იან კელი - ახალგაზრდებმა სიცოცხლე გაიღეს თქვენი თავისუფლებისთვის, ვფიქრობ, იმ ხალხთა თავისუფლებისთვისაც, რომელთაც სჯერათ, რომ აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი
იან კელი - ახალგაზრდებმა სიცოცხლე გაიღეს თქვენი თავისუფლებისთვის, ვფიქრობ, იმ ხალხთა თავისუფლებისთვისაც, რომელთაც სჯერათ, რომ აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი
ვფიქრობ, დრო და ადგილია, რომ დავფიქრდეთ მშვიდობის ფასზე. 
წაკითხვა
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება - ჰააგაში მოკვლევა გრძელდება
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება - ჰააგაში მოკვლევა გრძელდება
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება - ჰააგაში მოკვლევა გრძელდება. ომიდან 9 წლის და საგამოძიებო მოქმედებებიდან თითქმის ორი წლის თავზე ბრალდებ
წაკითხვა