| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173798.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 21 წლის ბექა ხახუბიას დათღუპვის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ და სამსახურიდან გათავისუფლდნენხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-11 15:35:00
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე პროკურატურამ ხუთ-ხუთი ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სამივე პოლიციელს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის კიდევ ერთი მოთხოვნა, კერძოდ ბრალდებულების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. როგორც პირველ არხს ერთ-ერთი ბრალდებულის, შიდა ქართლის პოლიციის ასმეთაურის, ნუკრი ხაბელაშვილის ადვოკატმა განუცხადა, არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ამასთან, თამარ აბესაძის თქმით, ყველა ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ადვოკატის მტკიცებით, ბექა ხახუბიასთვის, რომელიც პატრულს არ დაემორჩილა, პოლიციელებს გზა არ ჩაუხერგავთ. "ტრაილერი გორის გვირაბთან მართლაც იყო გაჩერებული, თუმცა ეს არ იყო გზის ჩახერგვა - ეს იყო შეზღუდვა, რადგან დატოვებული იყო 3 - მეტრიანი გასავლელი. არსებობს ვიდეომასალები, რომლებიც ამას ცხადყოფს", - განაცხადა თამარ აბესაძემ. მისი თქმით, ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო სხდომა გორის სასამართლოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. უკვე ყოფილ პოლიციელებს ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ძლიერი შეჯახების შედეგად, გორში, მაგისტრალზე ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი
წაკითხვა
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე - ტრაგიკულად დაღუპულის ძმა პატრულის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, სადაც ასე
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
გორის რაიონის სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, პატრულის თანამშრომლების ნუკრი ხაბელაშვილის, ზურაბ რუსიშვილისა და გია სადაღა
წაკითხვა
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა, პროკურატურა გამოძიებს.
წაკითხვა
|