საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174228.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1322

ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-15 18:09:00

.ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ლიტერატორის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმშ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, ფიზიკური სამუშაოების პირველი ეტაპი პროექტით გათვალისწინებული შენობის ნაწილის დემონტაჟს მოიცავს. პროექტი კი რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე სამუშაოები ჩატარდება, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს სპეციალისტებმა შეიმუშავეს. 

სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 763 107 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რადგან პროექტის განხორციელება პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიმართულებით.

ნაგებობა, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება, თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა. შენობა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სტატუსს 1990 წლიდან ატარებს. აქ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები, აგრეთვე ყოფის ამსახველი და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.

ნაგებობა ჩვენამდე პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ, ის ძლიერ შეიცვალა. გადაკეთდა როგორც ფასადები ასევე ინტერიერი. მიუხედავად ამისა თავდაპირველი შენობის კონტურის გარჩევა მაინც შესაძლებელია.

შენობის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია. განვითარებულია სხვადასხვა სახის დაზიანებები, რაც მის კონსტრუქციულ მდგრადობაზე უარყოფითად მოქმედებს.

სახლ-მუზეუმის შენობის არქიტექტურა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. მის მთავარ დასაცავ ფასეულობას წარმოადგენს თავდაპირველი გეგმარება, ხის ჭვირული აივნები, ბუხრები და განჯინები. ასევე სალოცავი ოთახი, რომელიც უნიკალურია. ეზოში განთავსებულია რვაკუთხა აუზი, რომელიც, როგორც გადმოცემით ვიცით, დიმიტრის მოთხოვნით აუგიათ. მისი რვაკუთხა ფორმა სიმბოლურია და უსასრულობის ნიშანთან ასოცირდება.

სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულება 2018 წლის ივლისშია დაგეგმილი.






ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი
წაკითხვა
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თბილისში ი
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
მიმდინარე წლის ზაფხულში შატილში ჩამოშლილი ჭინჭარაულების რიგით მეექვსე საგვარეულო კოშკის აღდგე
წაკითხვა
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
იწყება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსე
წაკითხვა
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
პრობლემა, რომელიც წლებია, მოუგვარებელი რჩება. ქვეყნის მასშტაბით 200-
წაკითხვა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურულ
წაკითხვა
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბაღის პროექტირება დასრულებულია, ფიზიკური სამუშაოების განმახორციელებე
წაკითხვა