| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174317.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ანა ურუშაძის "საშიში დედა" სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობსთათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-16 13:34:00
ლოკარნოს კინოფესტივალზე მიღწეული წარმატების შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორის, ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. კინოფესტივალი ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქში 1995 წლიდან ტარდება და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, რამდენიმე არასაკონკურსო სექციასა და სპეციალურ ჩვენებებს. სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "საშიში დედა" ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანა ურუშაძეს დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში კიდევ ერთი ქართული ფილმი, რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" მონაწილეობს. კონკურსის შედეგები 18 აგვისტოს გახდება ცნობილი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს
წაკითხვა
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა
ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია - ეროვნუ
წაკითხვა
ვენეციის კინოფესტივალზე კანის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი გამარჯვებული რეჟისორის ფილმი უჩვენეს
ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალზე კანის
წაკითხვა
ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის სექცია Venice Gap Financing-ში აჩვენეს
ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში, სექცია Venice Gap Finan
წაკითხვა
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება - ფოტოამბავი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ყველაზე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები ენაცვლებიან.
წაკითხვა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებში მონაწილე ფილმების შერჩევა დასრულდა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებში მონაწილე ფილმების შერჩევა დასრულდა. 2017 წლის საერთაშორისო
წაკითხვა
ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება - რა შეფასებები კეთდება და როგორ მიმდინარეობს კინოფორუმი
ცნობილი მსახიობები, კინოჩვენებები და ოფიციალური შეხვედრები. ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება.
წაკითხვა
„საშიში დედის“ ნახვა დღეიდან ბათუმის კინოთეატრ „აპოლოშია“ შესაძლებელი
ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათი „საშიში დედა“ ქართულ კინოგაქირავებაში ჩაეშვა. ფილმის ნახვა ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ დღეიდ
წაკითხვა
|