| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174634.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გამოქვეყნებულია 2017-08-18 13:05:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ„დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის ტექნოპარკში დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში ჩაერთვებიან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლობის თანახმად ისინი შეძლებენ საკუთარი ინიციატივების/იდეების განხორციელებასა და განვითარებას. მხარეების შეთანხმებით იგეგმება საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება; დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები სააგენტოს სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებს ეთმობა. აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება უკვე გაიმართა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის არის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“, დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების შეთავაზება და სხვა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხორვატიულ საინჟინრო კომპანია IGH-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხო
წაკითხვა
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუ
წაკითხვა
ცესკოს, უწყებათაშორის კომისიასა და არასამთავრობოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს შეთანხმება
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ცესკოს, უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შეთანხმება წინა
წაკითხვა
თსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის.&l
წაკითხვა
მხარეთა შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი - ავლაბრის რეზიდენციაში პეტრო პოროშენკოს ოფიციალური მიღება და შეხვედრები გაიმართა
პოლიტიკური გზავნილები უკრაინის პრეზიდენტისგან და მხარეთა შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, ავლაბრის რეზიდენციაში ოფ
წაკითხვა
„იმფაქთ ჰაბ თბილისმა“ და „თავისუფალმა უნივერსტეტმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
„იმფაქთ ჰაბ თბილისმა“ და „თავისუფალმა უნივერსტეტმა“ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.
წაკითხვა
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის. მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრ
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
წაკითხვა
|