| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174882.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მეხანძრეები ცეცხლის კერამდე მძიმე ტექნიკით მიღწევას სოფელ ყვიბისის მხრიდან შეეცდებიანლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-20 22:43:00
სოფელ ყვიბისიდან ცეცხლის კერამდე მისასვლელი ბილიკის გაწმენდა უახლოეს წუთებში დაიწყება, რათა სამაშველო სამსახურის მძიმე ტექნიკამ სტიქიის ადგილამდე მისვლა შეძლოს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ მიაწოდა. მისი თქმით, 22:30 საათისთვის ცეცხლის არეალი არ გაფართოებულა და ხანძარი ისევ 1.5 ჰექტარი ფართობის ტყის მასივზეა გავრცელებული. გვაზავას განცხადებით, ამ დროისთვის ქარი ჩადგა და ცეცხლის სწრაფად გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ასევე, მისი თქმით, სტიქიის ზონა საკმაოდ მოშორებითაა დასახლებული პუნქტიდან და ამ ეტაპისთვის დაკვამლიანების საფრთხე არ არსებობს, რადგან ალით გამოწვეული კვამლი ჰაერში სიმაღლეზე იფანტება. ადგილზე მისასვლელი ბილიკის გაწმენდას ნიჩბებით ამ დრომდე ცდილობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეო სააგენტოს 70 თანამშრომელი. მძიმე ტექნიკა მიუვალი ადგილების გამო ვერ მუშაობს. გვაზავას განცხადებით, გასაწმენდია 200 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რათა რვა სახანძრო მანქანა, რომლებიც სოფელ ყვიბისთანაა მობილიზებული, ცეცხლის კერას მიუახლოვდეს. გვაზავა ვარაუდობს, რომ გზის გაწმენდას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდება. „ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, რადგან, პრევენციის მიზნით, სოფელ დაბასთან გავლებულია თხრილები, რათა ხანძრის კერების დასახლებულ ტერიტორიასთან მიახლოება გამოირიცხოს. ასევე, ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი მეორე დასახლებულ პუნქტს - ყვიბისს მიუახლოვდება, რადგან ვერტმფრენის მიერ სამუშაოების შეჩერების შემდეგაც, ნარჩუნდება ორკილომეტრიანი დისტანცია ამ სოფლამდე“, - აცხადებს გვაზავა. რაც შეეხება სასაზღვრო ვერტმფრენს, რომელიც ხანძრის ჩაქრობის რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა, ხილვადობის გაუარესების გამო, მუშაობა საღამოს შეაჩერა და დილის 06:00 საათიდან ისევ განაახლებს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი მწვანე ნარგავებზე გადავიდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, სამუშაოებში ჩაერთნენ მოხალისეები, ასევე თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ცეცხლის ლოკალიზებისთვის, ადგილზე გამოიძახეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე საათში, ხანძრის გავრცელების არეალმა ერთ ჰექტარს გადააჭარბა. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ცოცხალი ძალით ცდილობდნენ. ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური თხრილების გავლება დაიწყო. აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა მილიარდ ევროს მიაღწია. ხანძრის გავრცელების ტერიტორიაზე ბინადრობდა ცხოველთა მრავალი სახეობა, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში (IUCN) გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სტატუსის მქონე ცხოველები. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა
|