| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175108.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი მღებრიშვილი - მოხალისეების ჩართვა სახიფათოა, საკმარისი ძალა გვაქვს, რომ შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება
გამოქვეყნებულია 2017-08-22 11:30:00
მოხალისეების ჩართვა სახიფათოა, საკმარისი ძალა გვაქვს, რომ შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება, - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა. "ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა, რათა სახანძროებს შეძლებოდათ კერებამდე მისვლა და ლოკალიზება. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული. ჯერჯერობით თვითმფრინავთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს. ორი ვერტმფრენი მოემართება საქართველოსკენ, რამდენიმე საათში გადმოკვეთენ საზღვარს და შეუერთდებიან ჩვენს ავიაციას ხანძრის სალიკვიდაციოდ. იმისთვის, რომ ხანძარი იქნეს ლოკალიზებული, ეს მხოლოდ ადამიანიურ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. დიდი წილი ბუნებრივ და კლიმატურ პირობებზე მოდის. გუშინ ამ დროისთვის ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდრებული იყო ხანძარი, მაგრამ ძლიერმა ქარმა 5 დამოუკიდებელი კერა გააჩინა ", - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მოხალისეების ჩართვას, გიორგი მღებრიშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხალისეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შსს-ს და სხვა უწყებებს მუშაობაში. "მოხალისეებს ვთხოვდი, რომ ხელს ნუ შეუშლიან შსს-ს და სხვა უწყებებს. საკმარისზე მეტი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ. მოხალისეების ჩართვამ შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს, სახიფათოა ხანძრის კერებთან მისვლა.", - განაცხადა მღებრიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა
|