| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175143.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან
გამოქვეყნებულია 2017-08-22 14:27:00
სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და მოდიან დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს აზერბაიჯანული ვერტმფრენი და დასახმარებლად ასევე მოდიან სახანძრო მანქანები. "თურქეთისგან მივიღეთ დახმარება, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ჩამოფრინდება სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვეხმარება. ასევე სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და მოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არის. "ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ჩაქრობა. მინდა ვთქვა, რომ ამ ოპერაციაში ჩართულია, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, სატყეო დეპარტამენტი. მოხალისეების საჭიროება არ დგას, მძიმე სამუშაოა და ეს ადამიანები თავს ართმევენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა
|