| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175192.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ზურაბ ალავიძე - ძლიერი დაკვამლიანების გამო, ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენთეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-22 17:26:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია. როგორც პირველ არხს ალავიძემ განუცხადა, ამ დროისთვის სოფელ დაბის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს. "მეორე მხრიდან მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. პირადად მე, მდინარის მხრიდან ვარ, ხანძარს ვაქრობთ და ზემოთ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ვერ ვფლობ“, - აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება თურქული ვერტმფრენების საქართველოში ჩამოფრენის საკითხს, ალავიძე ამბობს, რომ ინფორმაცია იყო, რომ აღნიშნული ვერტმფრენები ქვეყანაში 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ. „ვერტმფრენები ამ წუთში ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე კვამლი დგას. თურქული ვერტმფრენები 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ამ საკითხზე ზუსტ ინფორმაციას ამ წუთში არ ვფლობ“, - დასძინა ალავიძემ. სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს, რადგან შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მიუახლოვდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა
|