| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175684.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნისქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-24 23:24:00
”ცივი ომის შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად. თუმცა, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და რუსეთის ქმედებებს იტალიიდან აკრიტიკებს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიის ძალისმიერი მითვისების პირველი შემთხვევაა. "რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნას. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც 10 000 უკრაინელი შეეწირა და უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა”, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატოს არ სურდა რუსეთთან კონფრონტაცია და სჯეროდა დიალოგის. ნატოსა და რუსეთს შორის პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა შეწყვეტილია. ალიანსმა ეს გადაწყვეტილება ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. იტალიაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ტერორიზმზეც ისაუბრა. ”ჩვენს ღია და თავისუფალ საზოგადოებაში ტერორისტული აქტის პრევენცია ძნელია. თუმცა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ტერორიზმს. ჩვენი საზოგადოება ერთად დგომით და ღირებულებების დაცვით დაამარცხებს ტერორიზმს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალური მდივანი იტალიაში შეხვედრებს მართავს. წევრი ქვეყნებიდან, იტალია ნატოს მისიებსა და ოპერაციებში რიგით მეორე კონტრიბუტორია. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
|