| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175936.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ზურაბ აბაშიძე - რუსეთისთვის სტიქიის ლიკვიდაციაში დახმარების მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა
გამოქვეყნებულია 2017-08-26 15:51:00
ჩემსა და ბატონ კარასინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ბორჯომის ხეობაში სტიქიის დროს რუსეთის მხრიდან დახმარების მზაობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. აბაშიძის თქმით, ამის შემდეგ რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. „ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, გამოიყენა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი საშუალებითაც მოხდა სამაშველო დახმარების მოთხოვნა სტიქიის დროს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
წაკითხვა
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწი
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცი
წაკითხვა
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს.
წაკითხვა
|