საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/176127.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

572

საყდრისის კომიტეტის წევრები  ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან მძიმე ტექნიკის მუშაობის შეჩერებას ითხოვენ

სალომე სორდია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-28 13:57:00


საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან მძიმე ტექნიკის მუშაობა უნდა შეჩერდეს. 

როგორც საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, უკვე ათ დღეზე მეტია, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან, ე.წ დაცვითი ზონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელმაც მონასტრის მარჯვენა მხარეს გალავანს ბზარი გაუჩინა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ათი დღის უკან ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ე.წ დაცვითი ზონის ტერიტორიაზე „არ-ემ-ჯი გოლდის" მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტექნიკის მუშაობის შედეგად დაზიანდა მონასტრის მარჯვენა მხარე და გალავანს გაუჩნდა ბზარი. გარდა ამისა, ჩაინგრა შეუსწავლელი ისტორიული ხარო, აკლდამა. გადასწორებულია, სამრეკლოსა და ისტორიულ გალავანს შორის ტერიტორია. არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე იყო ნამოსახლარი ან კელიები", - აღნიშნა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

კომიტეტის წევრები ითხოვენ, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის მუშაობა დაუყონებლივ შეწყდეს და გალავნის დაზიანების ხარისხი შემოწმდეს.

გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ შემოწმდეს მთელი კომპლექსის მდგრადობა, რათა დადგინდეს, რა დამაზიანებელი გავლენა მოახდინა ჩატარებულმა სამუშაოებმა სამონასტრო კომპლექსზე. 

საყდრისის კომიტეტის წევრები, მიმართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად.

კომიტეტის წევრები მოუწოდებენ პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და ამ ვანდალურ აქტში მონაწილე პირები გამოავლინოს.

როგორც საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქციებს გამართავენ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა. 
წაკითხვა
“საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს
“საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს
“საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. კომიტეტის წევრების განცხადებით, ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით ორ კილომეტ
წაკითხვა
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“  გარემოს დაცვის სამინისტროსგან „არ-ემ-ჯი გოლდის“  საქმიანობის შემსწავლელი დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან „არ-ემ-ჯი გოლდის“ საქმიანობის შემსწავლელი დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან  ოქროს მომპოვებელი კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“  საქმიანობის შემსწავლელი დასკვნის გ
წაკითხვა
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მე-13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაძლო დაზიანებაზე საუბრობს
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მე-13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაძლო დაზიანებაზე საუბრობს
მე-13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაძლო დაზიანებაზე საუბრობს "საყდრისის დაცვის კომიტეტი". 
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა - რა მტკიცებულებებზე საუბრობს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი
ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა - რა მტკიცებულებებზე საუბრობს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა და პროკურატურას ჩვენება მისცა. 
წაკითხვა
საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური
საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური "ჯილდო" დააწესა
საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის  კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური "ჯილდო" დააწესა, რომელ
წაკითხვა
კულტურის მინისტრობის კანდიდატს საყდრისის საკითხზე განმარტებები კიდევ ერთხელ მოსთხოვეს
კულტურის მინისტრობის კანდიდატს საყდრისის საკითხზე განმარტებები კიდევ ერთხელ მოსთხოვეს
ოპოზიციის და მესამე სექტორის კრიტიკა მიხეილ გიორგაძეს. 
წაკითხვა
„საყდრისის კომიტეტი“ ვარძიაში თამარის ფრესკის დაზიანების ფაქტის გამოძიებას ითხოვს
„საყდრისის კომიტეტი“ ვარძიაში თამარის ფრესკის დაზიანების ფაქტის გამოძიებას ითხოვს
გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს მიმართავს. 
წაკითხვა