| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/176917.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებს უმასპინძლამაკა გაფრინდაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 19:54:00
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს. დელეგაციას, კონგრესმენ ჰაროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მათ გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად გააცნო. საუბარი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. კონგრესმენებმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, -
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას
წაკითხვა
|