საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/176951.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

907

სან ფრანცისკოში, რუსეთის საკონსულოში თანამშრომლებმა მეხანძრეები არ შეუშვეს

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-02 00:22:00

სან ფრანცისკოში, რუსეთის საკონსულოს შენობის თავზე კვამლის გამო, ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა, თუმცა ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ საკონსულოს თანამშრომლებმა არ მისცეს - წერს „სან ფრანცისკო ქრონიკალსი“.

ამერიკული გამოცემის თანახმად, შენობიდან გამოსული ადამიანები მეხანძრეებს უხსნიდნენ, რომ საკონსულოს თანამშრომლები გარკვეულ დოკუმენტებს წვავდნენ.

საკონსულოს შენობიდან ამოსული კვამლის შესახებ, ადგილობრივი მედიაც წერდა. რუსი ჟურნალისტები კი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები გენერალურ საკონსულოში ჩხრეკის ჩატარებას გეგმავდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი განაცხადა ჩხრეკის საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე. „სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს და დაიცავს ობიექტებს ჩვენი ვალდებულების თანახმად. მე გირჩევთ, მიმართოთ FBI-ს ნებისმიერი კითხვით, ჩხრეკასთან დაკავშირებით“ - განუცხადა რიან.რუ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-მ რუსეთს გუშინ სწორედ სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი