| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/177157.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ყველაზე ძლიერი ბირთვული აფეთქებებილევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-03 21:31:00
3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ რიგით მეექვსე ბირთვული ცდა ჩაატარა. როგორც ფხენიანში ამბობენ, მათ წყალბადის ბომბი ააფეთქეს, რომლის სიმძლავრესაც სპეციალისტები 100 კილოტონად აფასებენ. აფეთქების შედეგად, კორეის ნახევარკუნძულზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თუ სპეციალისტები არ ცდებიან, მაშინ ჩრდილოეთ კორეის წყალბადის ბომბის სიმძლავრე ხუთჯერ აღემატებოდა აშშ-ის მიერ 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს. თუმცა, ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება საბჭოთა კავშირის მიერ 1961 წელს აფეთქებულ ბომბს, რომელიც „ბომბების მეფის“ სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული წყალბადის ბომბის სიძლავრე 50 000 კილოტონად არის შეფასებული. როგორც პრესა მაშინ წერდა, „ბომბების მეფემ“ აფეთქების ადგილიდან 55 კილომეტრის მანძილზე მდებარე ყველა შენობა გაანადგურა. ბირთვული ცდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარე არქიპელაგ ახალ მიწაზე შედგა. როგორც მაშინ მედია იტყობინებოდა, ბომბის აფეთქების შედეგად, შენობები დაზიანდა ნორვეგიასა და ფინეთშიც. ეს წარმოუდგენელი სიძლიერის ბომბი იყო, რომელიც 27 ტონას იწონიდა და მისი სიგრძე 8 მეტრს აღწევდა. ის პარაშუტის მეშვეობით ჩამოაგდეს. ამბობენ, რომ პილოტები და ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, თუმცა ამის თქმა დანამდვილებით დღეს რთულია. საბჭოთა კავშირმა ახალ მიწაზე არაერთი ბირთვული ცდა ჩაატარა, მათ შორის ჩამოაგდეს 24 000-ტონიანი ბომბები. კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე 2000-ზე მეტი ბირთვული ცდა ჩაატარეს. მათგან ნახევარზე მეტი აშშ-ის ანგარიშზეა. აშშ ასევე არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი ომში გამოიყენა. თუმცა, აშშ-ის მიერ გამოცდილ ყველაზე ძლიერ ბირთვულ იარაღად მაინც Castle Bravo ითვლება. ცდა მარშალის კუნძულებზე 1954 წელს ჩაატარეს. ბომბის სიმძლავრე 5000 კილოტონა უნდა ყოფილიყო, თუმცა მეცნიერებმა შედეგები ვერ გათვალეს და სინამდვილეში მისი სიმძლავრე ამ ციფრს სამჯერ აღემატებოდა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ღრუბლის ფართობი 11 000 კვადრტულ კილომეტრს აღემატებოდა. ბირთვული ცდის ადგილთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებული იყო, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით რადიაციის ნიშნები გაცილებით შორს მცხოვრებ უამრავ ადამიანს დაუდგინეს. მათ შორის იყვნენ იაპონიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებიც. კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული ცდა სულ რვა ქვეყანას აქვს ჩატარებული. მათ შორის ლიდერი აშშ-ია - 1032 ცდა, მას მოსდევს საბჭოთა კავშირი - 715 ცდა, შემდეგია საფრანგეთი - 198 ცდა. გაერთიანებულმა სამეფომ და ჩინეთმა ბირთვული იარაღი 45-ჯერ გამოსცდეს. ინდოეთმა ბირთვული ტესტი სამჯერ, პაკისტანმა კი ორჯერ ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ბირთვული ცდა XXI-ე საუკუნეში ჩაატარა. წყარო: BBC, Washington Post ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა
პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება
აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული აქვთ ჩადენილი, საზღვარგარეთ მგზავრობისას ახალი პასპორტ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
|