| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/177283.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავსილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-09-04 18:38:00
ტრადიციული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე საქართველოში პირველად შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სადღესასწაულო მესა“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. ნაწარმოების თბილისურ პრემიერას საოპერო მომღერლები - სალომე ჯიქია , ნინო ზაქაიძე, რამაზ ჩიქვილაძე და გიორგი ჰანჩარი (უნგრეთი), თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით შეასრულებენ. ფესტივალზე 12 კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პიანისტი ალექსანდრე თორაძე, ფოკლორული ანსამბლები „შავნაბადა“, „მძლევარი“, მუსიკოსები შვედეთიდან,ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან. ფესტივალის კონცერტები მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებული ანსმაბლ „შვიდკაცას“ 60 და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილეს. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის დამფუძნებელია ქ.თბილისის მერია და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრი. „შემოდგომის თბილისი“ 19 ოქტომბერს დაიხურება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდ
წაკითხვა
დედაქალაქი ფესტივალს "შემოდგომის თბილისი" უმასპინძლებს
17 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, დედაქალაქი ფესტივალს "შემოდგომის თბილისი" უმასპინძლებს.
წაკითხვა
როგორი იქნება „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი საღამო
„შემოდგომის თბილისი“ დასასრულს უახლოვდება
წაკითხვა
„შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ლექსო თორაძის კონცერტით გაიხსნა.
წაკითხვა
20 სექტემბერს მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” სიმფონიური მუსიკის კონცერტით გაიხსნება
მზადება წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენისთვის - კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი – 20 სექტემბერს 23-ე საერთაშორისო მუსიკალურ
წაკითხვა
|