საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/177664.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

6396

მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-06 20:31:00

Tags:მზე

დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა. მეორე აფეთქება უმძლავრესი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.  

აღმოსავლეთის სასაათო ზონის დროით 5:10 a.m-ზე, მზის ზედაპირზე არსებული მოზრდილი ლაქიდან ამოიფრქვა X-კლასის ჭავლი, რომელიც მზის შტორმთა უძლიერეს კატეგორიას მიეკუთვნება. 

ანთება უძლიერესი იყო 2015 წლის შემდეგ, მაგრამ იგი სრულიად დაჩრდილა სამი საათის შემდეგ, 8:02 a.m-ზე მომხდარმა ამოფრქვევამ, რომელსაც X9.3 კლასი მიენიჭა. ინფორმაციას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWPC) ავრცელებს. ბოლო X9 ამოფრქვევა 2006 წელს დაფიქსირდა. 

SWPC-ის განცხადებით, მზის ანთებამ რადიოსიგნალთა დროებითი ჩახშობა გამოიწვია: დედამიწის მზით განათებულ მხარეზე, მაღალი სიხშირის რადიოტალღების დიდმა ნაწილმა, ერთი საათის განმავლობაში კონტაქტი დაკარგა, ნავიგაციაში გამოყენებული დაბალი სიხშირის კომუნიკაციები კი, ასევე ერთი საათის განმავლობაში გაუარესდა. 

მზის ამოფრქვევა ხდება მაშინ, როდესაც მზის მაგნიტური ველი — რომელიც მუქ ლაქებს წარმოქმნის ვარსკვლავის ზედაპირზე — იგრიხება და ერთმანეთს უერთდება, რაც გამოაფრქვევს ენერგიას და აცხელებს მზის ზედაპირს. X-კლასის ვარსკვლავურ ანთებებს, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში რადიაციული შტორმების გამოწვევა და რადიოტალღათა დაბლოკვა შეუძლია, რაც ამჯერადაც მოხდა. 

ვარსკვლავური ამოფრქვევის დროს, მზეს საკუთარი სხეულიდან ასევე შეუძლია გამოტყორცნოს პლაზმის ენერგეტიკული ღრუბელი — მოვლენა, რომელსაც კორონალური მასის ამოტყორცნა ეწოდება. 


„მოთმინება გვმართებს, სანამ მივიღებთ გარკვეულ კორონალურ ვიზუალიზაციას, რაც გადაჭრით გაგვცემს პასუხს ამ მოვლენასთან დაკავშირებით“, — უთხრა Space.com-ს SWPC-ის კოსმოსურმა მეცნიერმა რობ სტინბურგმა. 

მზის ლაქას, საიდანაც ამ დილის ამოფრქვევა მოხდა, აქტიურ რეგიონ 2673-ს უწოდებენ და უმცირესია მზის ზედაპირზე არსებულ ორ მასიურ ლაქას შორის. ასტროფიზიკოს კარლ ბატამსის ცნობით, ამ ლაქის სიგანე დედამიწისას შვიდჯერ აღემატება, სიმაღლე კი ცხრაჯერ.  

გუშინ, იგივე ლაქიდან M-კლასის ჭავლი ამოიტყორცნა, რამაც დედამიწისაკენ კორონალური მასის ამოტყორცნა მომართა. ეს მოვლენა ამაღამ ძლიერ ჩრდილოეთის ციალს გამოიწვევს, რაც აშშ-ის სამხრეთ შტატებიდანაც კი გამოჩნდება. 


5 სექტემბერს მზეზე მომხდარი საშუალო დონის ამოფრქვევა. მოვლენა NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა და ფოტოც გადაუღო. ეს ობსერვატორია ჩვენს ვარსკვლავს გამუდმებით აკვირდება.  

დედამიწასთან ამჟამად კავშირი გაწყვეტილი აქვს NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზისა და ჰელიოსფეროს ერთობლივ ორბიტულ ობსერვატორიას, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა დილანდელმა ამოფრქვევამ კორონალური მასისი ამოტყორცნა.  

დედამიწისკენ მომართულ მსგავს ამოტყორცნას შეუძლია გამოიწვიოს უფრო დიდი ჩრდილოეთის ციალები, მაგრამ ამავე დროს დააზიანოს ხელოვნური თანამგზავრები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი სისტემები. სტინბურგის თქმით, დამუხტული პლაზმის ღრუბელი დედამიწამდე 1-4 დღეში აღწევს, მაგრამ კორონალური მასის ამოტყროცნით გამოწვეული ენერგეტიკული ჭავლები ჩვენს პლანეტამდე უფრო სწრაფად მოდის. 

აქტივობის მსგავსი ტალღა მკვლევართათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მზე ამჟამად ვარსკვლავურ მინიმუმს უახლოვდება, როდესაც აქტივობა მინიმალური იქნება მის 11-წლიან ციკლში

„მსგავსი სახის მოვლენები ვარსკვლავის სიცოცხლის ჩვეულებრივი ნაწილია“, - აცხადებს რობ სტინბურგი. 

მომზადებულია space.com-ის მიხედვით 

 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო
წაკითხვა
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტ
წაკითხვა
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ყველაზე შიდა რეგიონი, რომელსაც შეუარ
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
ჩვენი მზე საკმაოდ ჰგავს სხვა ვარსკვლავებს და ეს სულაც არაა ანომალია, რადგან მაქ აქვს მაგნიტურ
წაკითხვა