| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/177728.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ნატო რუსეთს მოუწოდებს, წვრთნების დროს საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვასქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-07 09:45:00
ნატო რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადება რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების შესახებ, რომელიც სტარტს 14 სექტემბერს აიღებს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ესტონეთში გააკეთა. „რუსეთმა უნდა დაიცვას ვენის დოკუმენტი. აუცილებელია წვრთნების შესახებ ბრიფინგები და სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრების შესაძლებლობა, წვრთნებზე მონიტორინგის განხორციელებისთვის პირობების შექმნა. ვენის დოკუმენტი წვრთნების ტრანსპარენტულობას და პროგნოზირებადობას უწყობს ხელს. მისი დაცვა აუცილებელია“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალური მდივანი ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს. „ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და უზრუნველვყოფთ ესტონეთის, ჩვენი წევრებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ეუთო-ს ვენის დოკუმენტის თანახმად, თუ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოს სამხედრო წვრთნებზე 13 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოჰყავს, ვალდებულია ორგანიზაციის წევრები გააფრთხილოს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და დაუშვას მონიტორები. ნატო-ს გენერალური მდივანი, ესტონეთის პრემიერთან ერთად, სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ტაპას სამხედრო ბაზა რუსეთის საზღვრიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. განცხადება რუსული წვრთნების შესახებ იური რატამაც გააკეთა. „გამოვთქვამთ შეშფოთებას დაგეგმილი წვრთნების გამო. ყურადღებით დავაკვირდებით სამხედრო წვრთნებს და მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
|