| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178089.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სეზონურად მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდამარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 11:12:00
თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე უნდა შევიდეს და განცხადება ელექტრონულად შეავსოს. „ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შემუშავდა და გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება. აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე - https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris, რომელიც ფუნქციონირებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა „მუშაობის ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები. განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე http://trabzon.con.mfa.gov.ge“, – აცხადებენ სამინისტროში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტე
წაკითხვა
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
თურქეთის ელჩს საქართველოში,
წაკითხვა
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომ
წაკითხვა
მამაკაცი, რომლის ცხედარი გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა
მამაკაცი, რომლის ცხედარი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
წაკითხვა
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 140 ადამიანი დააკავეს
ანტიტერორისტული ოპერაციების სერია თურქეთშ
წაკითხვა
თურქეთში “ისლამური სახელმწიფო“ წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს
თურქეთში „ისლამური სახელმწიფო“ წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Dogan-ი იტყობინება.
წაკითხვა
თურქეთში ავარიის შემდეგ ქართველი მძღოლი დააკავეს
თურქეთში ავარიის შემდეგ ქართველი მძღოლი დააკავეს.
წაკითხვა
|