| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178091.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კიევის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას გუშინ ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური ემსხვერპლა -როგორია მედიაში გავრცელებული ვერსიები
გამოქვეყნებულია 2017-09-09 12:07:00
კიევის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური ემსხვერპლა. ის ასევე ცნობილი იყო ალი ტიმაევისა და რუსლან პაპასკირის სახელითაც. გავრცელებული ინფორმაციით, მახაური ავტომობილში, ქალთან და მცირეწლოვან ბიჭთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ქალმა, მცირეწლოვანს კი მსუბუქი დამწვრობები აღენიშნება. უკრაინული სააგენტო “ცენზორის” ინფორმაციით, თემურ მახაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და შემდეგ უკრაინაში ოდესის პოლიციის ყოფილი ჩინოსნის გიორგი ლორთქიფანიძის პირადი მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ის არასასურველი ფიგურა იყო. რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილეც იყო. მახაურის ლაფანყურის სპეცოპერაციასთან კავშირზე საუბრობს ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძეც, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო. მისივე თქმით, ლოპოტას ჩაშლილი სპეცოპერაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ქართველმა სპეცსამსახურებმა თურქეთის საზღვარზე გადააცილეს და, ერთ-ერთი ვერსიით, მათ შორის იყო თემურ მახაური. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შვედეთის ღამის კლუბში აფეთქება მოხდა
შვედეთში, მალმოს ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქებდა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრ
წაკითხვა
ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსად
წაკითხვა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში მოხ
წაკითხვა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და „სახალხო გმირის“ წოდების მქონე, წარმოშობით ჩეჩენი მეომარი მოკლეს
მორიგი შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში. მსხ
წაკითხვა
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელთა
წაკითხვა
დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა
ქალაქ დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა. ინციდენტი სამთავრობო უბანთან ახლოს, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შესასვლელში მოხდა.
წაკითხვა
უკრაინის შსს - რამზან კადიროვი იგორ მოსიიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რადას დეპუტატზე, „რადიკალური პარტიის“ წევრ იგორ
წაკითხვა
ანტალიაში, პროსტიტუციის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, პროსტიტუციის ბრ
წაკითხვა
|