| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178122.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ დაიწყოგენო ოსიყმაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 15:38:00
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 9-10 სექტემბერს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება. კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. კონფერენციაზე 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება განათლების სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ. სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეები გამართავენ დისკუსიას შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში; 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები; სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა; სასკოლო სერვისების განვითარება; სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა. მონაწილეები, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელებენ სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე. აგრეთვე, კონფერენციაზე მოწვეული საჯარო სკოლების დირექტორები განიხილავენ სკოლაში ხარისხის მართვის და სასწავლო პროცესის ლიდერობის საკითხებს. „მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ორ თემას მივაქცევდი ყურადღებას: მშობლების ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და პედაგოგიური კოლექტივის მოტივაციის ამაღლებას. მჯერა, რომ სკოლის მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეს აუცილებელი წინაპირობაა. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც წახალისებული იქნება თანამშრომლობა და არა კონკურენცია“ - განაცხადა განათებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში. 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო ლიდერობის აკადემია, რომელიც 2018 წლამდე საჯარო სკოლების დირექტორებს სთავაზობს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს. ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი გაიარა 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში დაგემგილია ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
კასპის რაიონის სოფელ
წაკითხვა
სუს-ის ორგანიზებით ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა
წაკითხვა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აშენდა და მას შემდეგ რ
წაკითხვა
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს.
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე.
წაკითხვა
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ - ყოველწლიური კონფერენცია თბილისში
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვი
წაკითხვა
|