| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178914.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 Agile Spirit 2017-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:01:00
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ქ. ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებებში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინიფეხბურთში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებების ფარგლებში, 3.2-კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა. გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. „Agile Spirit 2017“ 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში. <
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში,
წაკითხვა
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყეს
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყეს. წვრთნები საგანგებო ვითარებაში, ჩრდილოეთ კორეის სტრატეგი
წაკითხვა
პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Dragon 2017 დაიწყო
პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Dragon 2017 დაიწყო. პოლონეთის
წაკითხვა
ინციდენტი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე - ვერტმფრენიდან ცეცხლი მაყურებელს გაუხსნეს [ვიდეო]
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე -
წაკითხვა
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ.
წაკითხვა
|