| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178917.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 აფბა პროკურატურას მიმართავს, ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დაინტერესდესრეზი ხუციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:12:00
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიმართავს პროკურატურას, რომ დაინტერესდეს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა. აფბაში მიაჩნიათ, რომ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ არაერთი კითხვა ჩნდება ფონდში თანხების აკუმულირების, აღრიცხვისა და მათი ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ობიექტური გამოძიების საქმეა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის წესით დასჯად ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა თაღლითობა, ქურდობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება). ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდი “იავნანას” და მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს. მათივე ინფორმაციით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „იავნანასთან“ დაკავშირებული სკანდალის ფონზე, არ მოხდეს საქართველოში ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია. "მოვუწოდებთ ყველა საქველმოქმედო ფონდს და ფილანტროპიით დაკავებულ ყველა კორპორაციას, უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიში მათი საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს ამ ტიპის გამჭვირვალობის ვალდებულების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზანშეწონილობაზე", - აცხადებენ ასოციაციაში. პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, PosTV-იმ ჩაატარა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აუდიტის სამსახური ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას პასუხობს
აუდიტის სამსახური ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას პასუხობს. საქმე ოზურგეთის გამგეობის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამო
წაკითხვა
აფბას ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის მიერ გასულ წლებში გაკეთებული ანგარიშების დასკვნითი ნაწილი ხშირად მის შინაარსს არ შეესაბამება
აუდიტის სამსახურის მიერ ოზურგეთის მუნიციპ
წაკითხვა
აფბა საქველმოქმედო ორგანიზაციების ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას იწყებს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ას
წაკითხვა
იხარჯებოდა თუ არა „იავნანას“ ხელმძღვანელების მხრიდან საქველმოქმედო საღამოებიდან შესული დიდი ოდენობით თანხები არამიზნობრივად - ფონდის საქმიანობით მთავარი პროკურატურა ინტერესდება
მსოფლიო ბანს შესაძლოა საგამოძიებო უწყებაში მოუხდეს მისვლა. პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმიანობით მთავარი პროკურატურა ინტერესდება. უწყება ახლა
წაკითხვა
პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმეზე გამოძიება დაიწყოს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
წაკითხვა
აფბა-მ ფონდ "იავნანას" საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით, მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასო
წაკითხვა
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან მიდის და სცენას უბრუნდება
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭ
წაკითხვა
მამუკა კაციტაძე: ბლოკი შეიქმნა არჩევნებისათვის, არჩევნები დამთავრდა და ბლოკიც დამთავრდა
ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხი
წაკითხვა
|