საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178988.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

534

გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ისეთი ტიპის ორგანიზაციად იქცეს, როგორიც ევროპაშია

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 16:49:00

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ცვლილებების არსს უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე აცნობს.

გიორგი ხატიძის თქმით, კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ცვლილებებზე არაერთი, ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

„სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია გვქონოდა, თუ როგორ ხდება აღნიშნული საკითხების რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ევროსაბჭოსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირს მივმართეთ. მათ ზუსტი ფორმულირებები წარვუდგინეთ, კანონპროექტში თუ რა ცვლილებების შეტანას ვაპირებდით. შედეგად მივიღეთ, რომ ის ცვლილებები, რომელსაც გთავაზობთ, აბსოლუტურად შესაბამისობაშია ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ პრაქტიკასთან. მიგვაჩნია, რომ ცვლილებებით მივიღებთ იმას, რომ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებასა და საკუთარი მაუწყებლობის გაუმჯობესებას შეძლებს, რაც თითოეული ჩვენთაგანის სურვილია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და სურვილი გვაქვს იმის, რომ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ისეთი სერვისი და პროდუქტი მივიღოთ, რომელიც თავად ჩვენ მოგვეწონება. ეს ცვლილებები ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმა ბოლომდე მივიდეს და მაუწყებელი ისეთი ტიპის ორგანიზაციად იქცეს, როგორიც ევროპაშია“, - განაცხადა ხატიძემ. 

პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. 

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. 

პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად მაუწყებლისადმი დამატებითი რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფა ხდება.

ამასთან, კანონის არსებულ მუხლში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობას ეხება, დამატებით ზუსტდება, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება. ცვლილებებით, კანონს დებულებაც ემატება, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული, დამუშავებული, შექმნილი, მიღებული ინფორმაცია ან/და ამგვარი ინფორმაციის შემცველი/მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმების, ინოვაციური ხასიათის, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სიახლის ან/და შიდა საწარმოო/მმართველობითი პროცესების ამსახველ ინფორმაციას და რომლის გასაჯაროება კონკურენტულ გარემოში მოქმედ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით ზიანს აყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და ასეთ ინფორმაციაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი არ ვრცელდება, ხოლო ამგვარი ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.

პროექტი სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ინციატივით, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილებებს შეიტანს. ასევე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. ამასთანავე, ცვლილებებით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში.

ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება. 

საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს - სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. 

ამასთან, ცვლილებებით, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში 60 წუთს არ უნდა აღემატებოდეს (ნაცვლად 30 წუთის), ხოლო ყოველ საათში - 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთის (10%-ის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში 3 წუთს (5%-ს) არ უნდა აღემატებოდეს. 

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით, წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამი დაუთმონ (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამის), საიდანაც სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არანაკლებ 10 წამის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. 

ასევე პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. ინიციატივით, ასევე დამატებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს: დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებაზე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა