საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179003.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

817

გედევან ფოფხაძე რომან გოცირიძეს - ბატონო რომან, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ახლახანს თუ გაეცანით, თქვენს კოლეგებთან იმაზე საუბარი უხერხულია, როგორი საშინელი კანონია

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 17:32:00

ბატონო რომან, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ახლახანს თუ გაეცანით, თქვენს კოლეგებთან იმაზე საუბარი უხერხულია, როგორი საშინელი კანონია, - ამ რეპლიკით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც ცვლილებები გააკრიტიკა. 

გედევან ფოფხაძე რომან გოცირიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა, სადაც ამ წუთებში „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„რაზეც საუბარი იყო, ის ცოტა სიღრმისეულად რომ გავაანალიზოთ, მომხსენებელს პასუხების გაცემა არ დასჭირდება. ბატონო რომან, კანონპროექტს ახლახანს თუ გაეცანით, თქვენს კოლეგებთან იმაზე საუბარი უხერხულია, როგორი საშინელი კანონია დადებული. ერთმანეთთან კორექტული უნდა ვიყოთ. ეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი არ არის, კანონპროექტია, რომელსაც ხელი რომ მოვაწერე, ე.ი. მისი ავტორი ვარ. ამჟამად, უფრო მეტ შეურაცხყოფას მაყენებთ, ვიდრე ცოტა ხნის წინ მომაყენეთ. თუ ამდენი იცით, კითხვებს ნუ გვისვამთ და ნუ გველაპარაკებით. თუ კოლეგებს შეურაცხყოფის მიყენებას შევუზღუდავთ, ეს სწორი იქნება, რადგან კანონპროექტიც გალანძღეს, ავტორებსაც გადმოგვწდნენ. ან თემაზე ვილაპარაკოთ, ან იმაზე, რა ცუდები ვართ ჩვენ და რა კარგია, რომან გოცირიძე. არ ვაპირებ იმის „გაპრავებას“, ვარ თუ არა ავტორი. ასეთი შეურაცხყოფა საჭირო არ არის. საუბარი იმაზე უნდა იყოს, კანონის მიზანი რა არის. შეგვიძლია, მაგრამ კითხვები და მოსაზრებები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ და ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, - მიმართა ფოფხაძემ გოცირიძეს.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ფოფხაძე პროექტის ავტორი არ არის, მას ცვლილებებზე ხელი მოაწერინეს.

"ეს პროექტი შემოგაჩეჩეს, რადგან ტელევიზიაში დაიწერა. ვიცი, სად და რომელ კაბინეტში დაიწერა. თქვენ რომელი მუხლი დაწერეთ? ვიცი, ეს კანონი ვინ დაწერა და ხელი ძალით როგორ მოგაწერინეს. სამწუხაროა, რომ პროექტს ახლა გავეცანი, დიდი კანონია და ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ რასაც გავეცანი, მიუღებელი კანონია ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. ამას მომხრეები როგორ ჰყავს, ტელევიზიები სად არიან? რატომ ხდება განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის? თქვენი ტელევიზიის დირექტორი მოვა, დებულებას დაწერს და თურმე, სამეურვეო საბჭოს მასში ცვლილების შეტანა არ შეუძლია, რაც საოცრებაა, მაშინ რა შეუძლია? სამეურვეო საბჭო ისედაც სამარცხვინოა იმით, როგორც არჩევნები ჩაატარა, მაგრამ ხვალ სხვანაირი იქნება. ეს ავტორიტარულ დირექტორზე მორგებული კანონია. საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვებას რა უფლებით აძლევთ? ეს „რუსთავი 2“-ისა და „კავკასიის“ წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის საშინელი კანონი “, - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ცვლილებების არსს უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე აცნობს.

პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“
დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“
ვიცით, რომ შოუები უცხოურია, მათ იძენენ და ყველა წარმატებული პროექტი პრაქტიკულად, შეძენელია. შ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების  საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მ
წაკითხვა
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაცი
წაკითხვა