საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179005.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2415

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 17:45:00


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენის რეჟიმში მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა. 

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს.

„თუ თქვენ მომხრე იქნებით, კანონპროექტის მიმართ მთელი რიგი შენიშვნები გვაქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ ეს ორგანიზაცია საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალიდან უნდა გავიდეს და ამას ჩვენ ვერ დავეთანხმებით. აუცილებლად უნდა დარჩეს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალში, რადგან სხვა შემთხვევაში, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. ასევე, რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომელთან მიმართებითაც ჩვენი შენიშვნები გვაქვს. ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით დავუჭერთ“, - დასძინა კოვზანაძემ.

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. 

პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად მაუწყებლისადმი დამატებითი რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფა ხდება.

ამასთან, კანონის არსებულ მუხლში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობას ეხება, დამატებით ზუსტდება, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება. ცვლილებებით, კანონს დებულებაც ემატება, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული, დამუშავებული, შექმნილი, მიღებული ინფორმაცია ან/და ამგვარი ინფორმაციის შემცველი/მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმების, ინოვაციური ხასიათის, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სიახლის ან/და შიდა საწარმოო/მმართველობითი პროცესების ამსახველ ინფორმაციას და რომლის გასაჯაროება კონკურენტულ გარემოში მოქმედ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით ზიანს აყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და ასეთ ინფორმაციაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი არ ვრცელდება, ხოლო ამგვარი ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.

პროექტი სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ინციატივით, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილებებს შეიტანს. ასევე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. ამასთანავე, ცვლილებებით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში.

ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება. 

საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს - სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. 

ამასთან, ცვლილებებით, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში 60 წუთს არ უნდა აღემატებოდეს (ნაცვლად 30 წუთის), ხოლო ყოველ საათში - 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთის (10%-ის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში 3 წუთს (5%-ს) არ უნდა აღემატებოდეს. 

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით, წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამი დაუთმონ (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამის), საიდანაც სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არანაკლებ 10 წამის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. 

ასევე პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. ინიციატივით, ასევე დამატებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს: დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებაზე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამეტში დღეს იწყება. ოპოზიციის ნაწილი განხილვებში
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
სერგო რატიანი - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ
სერგო რატიანი - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით როგორც ქართული საზოგადოება, ასევე
წაკითხვა
დავით მათიკაშვილი - შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და ამ პროცესში პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა
დავით მათიკაშვილი - შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და ამ პროცესში პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით
წაკითხვა
პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ
პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.  
წაკითხვა
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებები მიმდინარე კვირაში იქნება ინიცირებული
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებები მიმდინარე კვირაში იქნება ინიცირებული
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე  კვირაში მოხდება.
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას „ევროპული საქართველოც“ ეთიშება
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას „ევროპული საქართველოც“ ეთიშება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას 
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა