| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179016.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თინათინ ბერძენიშვილი - თითქმის ყველა ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეკლამა გარკვეული პროცენტული რაოდენობით და ჩვენც ამ პროცენტს ვითხოვთ
გამოქვეყნებულია 2017-09-14 18:17:00
ევროპაში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რეკლამის გარეშე, ყველას აქვს რეკლამა გარკვეული პროცენტული რაოდენობით და ჩვენც ამ პროცენტს ვითხოვთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს. როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, 2015 წელს მაუწყებელში რეკლამის განთავსებაზე რეგულაციები შეიცვალა, რასაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. „2015 წელს შეიცვალა რეკლამაზე რეგულაცია, რის გამოც მკაცრი წერილები მივიღეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან. ძალიან გთხოვთ, ხელაღებით ნუ ახსენებთ ორგანიზაციას, რომელშიც 74 ევროპული ქვეყანა ერთიანდება და ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა მსოფლიოში. ევროპაში არსებული არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ასე მოგვწონს, არ არის რეკლამის გარეშე, ყველას აქვს რეკლამა გარკვეული პროცენტული რაოდენობით და ჩვენც ამ პროცენტს ვითხოვთ. აქ არ არის საუბარი პრაიმთაიმში რეკლამაზე. ყველაზე დიდ სარეკლამო დროს, რომელსაც შესაძლოა მაუწყებელი ჰიპოთეტურად ვინმეს ართმევდეს, მხოლოდ პრაიმთაიმშია. ჩვენ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ გასართობ კონტენტზე, ოფტაიმში სამი წუთით, მაშინ როდესაც კომერციულ მაუწყებლებს 12 წუთი აქვთ პრაიმთაიმში და ყველაზე საუკეთესო დროს ყველაზე დიდი სარეკლამო განთავსება მათთან მიდის. ჩვენ კომერციულ ტელევიზიებთან კონკურენციაში არ შევდივართ. როდესაც საუბარია გასართობი კონტენტის, მაგ. მეგაშოუს დროს რეკლამაზე, უმჯობესია, სპონსორმა დააწესოს გარკვეული პრიზი და ეს პრიზი არ იყოს შეძენილი ჩვენი ბიუჯეტიდან, ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან. შევისწავლოთ, რა მოხდა 2015 წლის მერე, როდესაც მაუწყებელს სრულად ჩამოერთვა რეკლამა, ვის მოემატა ბაზარზე წილი?! და რა გაიზარდა მაუწყებელში?! დავუშვით თუ არა შეცდომა იმ კანონის ჩარჩოში, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კანონი არეგულირებს. ძალიან მკაცრი შეფასება მოვიდა ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არის „კოჭლი“ კანონი, რომელიც არ იფუნქციონირებს სრულყოფილად“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა. მან ასევე ისაუბრა შესყიდვების კანონზე და აღნიშნა, რომ კონტენტი, ტელეპროდუქცია, რომელსაც ტელევიზია აწარმოებს, უნიკალურია. „გასაგებია, რომ ბევრს არ უნდა შესყიდვების კანონის დიდი ჩარჩოდან გამოვიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ მაუწყებელს ნუ განვიხილავთ, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას, რადგან კონტენტი - ტელეპროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის უნიკალური და არც ერთ სხვა სამინისტროს, თუ სახელმწიფო ორგანიზაციას ასეთი კონტენტი არ გააჩნია“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ტენდერის საშუალებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგ გადაცემას ვერასოდეს შეისყიდის. „მე ვსვამ კითხვას, 2004 წლიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიცვალა ბევრი დირექტორი, რატომ ვერც ერთმა დირექტორმა ვერ მოახერხა, რომ ამ კანონის ფარგლებში შეესყიდა ერთი გადაცემა მაინც. ინტელექტუალური პროდუქტის შესყიდვა თვლადი კრიტერიუმებით არის შეუძლებელი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რომ შესყიდვების კანონში გამონაკლისი კი არ დაუშვათ, არამედ შესყიდვების კანონით შესაძლებელია გარკვეული ტიპის რეგულაციის დაშვება, რომელშიც მოვექცევით და ჩვენზე იქნება ადაპტირებული“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია.
წაკითხვა
|