| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179046.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თინათინ ბერძენიშვილი - ყველას, ვინც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვაშია ჩართული, კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი საკითხი, რადგან ფრაზები და ტერმინები სიზუსტეს მოითხოვსთეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 20:35:00
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ისეთი ტელევიზია, რადიო და ვებმაუწყებლობა უნდა იხილონ, როგორიც მათ სურთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველას, ვინც კანონპროექტის განხილვის პროცესშია ჩართული, კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი საკითხი, რადგან ფრაზებსა და ტერმინებში გაუგებრობაა. „ეს არ იყო მუხლობრივი განხილვა, სიამოვნებით დავესწრებით და ჩავერთვებით იმ დისკუსიაში, რომელიც არის, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ვფიქრობ, ზოგადად საზოგადოებისთვის ეს ცვლილებები უმნიშვნელოვანესია, რადგან მომავალში ისეთი ტელევიზია, რადიო და ვებმაუწყებლობა უნდა იხილოს, როგორიც სწორედ მას სურთ. ვისურვებდი, რომ ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, კარგად ჰქონდეს წაკითხული და შესწავლილი ის საკითხები, რომელსაც განვიხილავთ, რადგან ფრაზები და ტერმინები სიზუსტეს მოითხოვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტაცია, მათ შორის ყველაზე მთავარი არის ის, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და მათ შორის ევროსაბჭოს გარკვეულ რეკომენდაციას ვეყრდნობით. ვცდილობთ, რომ შესაბამისობაში მოვაქციოთ ის კანონმდებლობა, რაც არის დასავლურ ქვეყნებში. გამოცდილება არის და ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, ამიტომ თანხვედრაში უნდა მოვიყვანოთ იმ წესებთან და კანონებთან, რომელიც უკვე არსებობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. თინათინ ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მუხლობრივი მსჯელობის დროს კიდევ უფრო მეტი დეტალის განხილვა მოხდება. „არსებობს მაგალითები, როგორ უშლის მაუწყებელს რიგი საკითხები, რომ იყოს მოქნილი, ეფექტიანი, ამიტომ თუ ყველანი სამუშაო რეჟიმში გადავალთ და ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ, კონსენსუსს მივაღწევთ და ამ კანონპროექტის მიხედვით იქნება ეს ცვლილებები მიღებული“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“
ვიცით, რომ შოუები უცხოურია, მათ იძენენ და ყველა წარმატებული პროექტი პრაქტიკულად, შეძენელია. შ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მ
წაკითხვა
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაცი
წაკითხვა
|