| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179070.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სლოვენიის ნაკრები „ევრობასკეტის“ ფინალშიადავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 01:50:00
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები მიმდინარე „ევრობასკეტზე“ ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს. იგორ კოკოშკოვის გუნდი, ტურნირის ფინალშია. სლოვენიელებმა ნახევარფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ეროვნული გუნდი 92-72 გაანადგურეს. ბალკანელებმა იდეალური კალათბურთი ითამაშეს, რაც როგორც სტატისტიკაში, რაც მთავარია, საბოლოო შედეგზეც აისახა. სლოვენიამ მეტოქეს 25 დან 14 სამქულიანი ჩაუგდო, პლუს ამას შესანიშნავად ითამაშეს დაცვაშიც და ესპანეთს არც მოხსნები დაუთმეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუკა დონჩიჩის თამაში. 18 წლის კალათბურთელი სამმაგ დუბლთან იყო ახლოს. მადრიდის „რეალის“ უკანახაზელმა 11 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დონჩიჩმა თამაში ისე დაასრულა, არც ერთი დაკარგვა არ ჰქონია და პერსონულური გაფრთხილებაც არ მიუღია. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა. უშუალოდ თამაში სლოვენიელთა ლიდერობით დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად იზრდებოდა. ესპანელთა თავკაცმა სერჯიო სკარიოლომ არაერთ როტაციას მიმართა, თუმცა მოწინააღმდეგის სწორ ტაქტიკურ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა. როგოც ყოველთვის აქტიური და სასარგებლო იყო გორან დრაგიჩი. მაიამი „ჰიტის“ გამთამაშებელმა 15 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ესპანელთა შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი პო გასოლს ჰქონდა. ვეტერანმა ცენტრმა 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა აქტივში. სლოვენიის ერონული ნაკრები ასპარეზობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. კოკოშკოვის გუნდი გადამწყვეტ მატჩში სერბეთი-რუსეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pai
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რვა ყოფი
წაკითხვა
კატალონიის პარლამენტის ყოფილი წევრები მადრიდში ჩავიდნენ
კატალონიის პარლამენტის ყოფილი წევრები მად
წაკითხვა
ვითარება კატალონიაში - რა გეგმები აქვს რეგიონული მთავრობის ყოფილ ლიდერს
კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდ
წაკითხვა
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის მიერ ხელმოწერილი ცალმხრივი და
წაკითხვა
კატალონიის ლიდერს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა ბრალი წაუყენა - რეპორტაჟი ბარსელონიდან
ამბოხების ორგანიზებისთვის და მოწოდებისთვის კატალონიის ლიდერს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა ბრალი წაუყენა.
წაკითხვა
|