ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მათ შორის - საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების(მაგალითად ჩიფსები).
გარდა ამისა, იკრძალება მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, გაზიანი სასმელების გაყიდვა, გარდა მინერალური წყლისა.
სკოლების საკვები ობიექტების მეთვალყურეობას სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელებს.
არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორთან ხელშეკრულება გაუქმდება.
საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი - კერძოში.