| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179111.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ერგნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყონინო ფისაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 11:45:00
ერგნეთის საჯარო სკოლაში, ოკუპირებული ცხინვალიდან 300 მეტრში, ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო. მოსწავლეებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ქეთევან ციხელაშვილმა ერგნეთის სკოლას სიმბოლურად „ვეფხისტყაოსანი“, პირველკლასელებს კი საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა. „ძალიან მძიმეა სკოლაში გაგზავნო ბავშვები იქ, სადაც რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია. ადამიანები, რომლებიც ამ ბარიერების იქით არიან, მოწყვეტილი არიან დანარჩენ სამყაროს. გალსა და ახალგორში თქვენს თანატოლებს შეზღუდული აქვთ მშობლიური ენის სწავლების უფლება. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას, რომ თქვენ გქონდეთ განათლების მიღებისა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრების უფლება. მადლობა მინდა გითხრათ მხნეობისა და ვაჟკაცობისთვის“, - ასე მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა მოსწავლეებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სკოლას სპორტული მოედანი მოუწყო და მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა. ერგნეთის საჯარო სკოლაში 65 მოსწავლე სწავლობს, აქედან 4 პირველკლასელია. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 81-ე შეხვედრა გ
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
წაკითხვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა შეზღუდ
წაკითხვა
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 81-ე შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 81-ე შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო.
წაკითხვა
როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი საოკუპაციო ხაზთან, შიდა ქართლში
ოკუპირებული ცხინვალიდან 300 მეტრში, ერგნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე
ორთვიანი შესვენების შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა განახლდა.
წაკითხვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ორთვიანი შესვენების შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა განახლდა.
წაკითხვა
სოფელ ერგნეთში საფეხბურთო სტადიონი მოეწყობა
სოფელ ერგნეთში საფეხბურთო სტადიონი მოეწყობა, რომელსაც ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე
წაკითხვა
|