| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179201.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საგამოძიებო სამსახურში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია 2017-09-15 18:54:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განიხილვა იყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით , შეხვედრას UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საბჭოს წევრები ბოლო პერიოდში ჯგუფების საქმიანობის სტატისტიკას გაეცნენ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს კონტეინერების კონტროლის პროგრამაში საგამოძიებო სამსახურის ჩართვის მნიშვნელობა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართული ყველა უწყებისთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პროგრამის ფარგლებში ერთობლივი მუშაობით მიღწეული დადებითი შედეგების კუთხით. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე UNODC- ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა, ნაიდა ჩამილოვამ პროგრამის ფარგლებში, ახლო მომავალში, განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ოქტომბერში დაგეგმილია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მოქმედ ჯგუფებს გაეცნობიან და მათთვის გამართულ პრაქტიკული და თეორიული საბჭოს წევრებმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყების წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახური, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ
წაკითხვა
დაკავება თაღლითობის ფაქტზე
დაკავება თაღლითობის ფაქტზე. ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულების სახით 14 პირი მისცა პასუხისგებაში.
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული მოწყობილობის - ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა.
წაკითხვა
ყალბი 500 ევროიანების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
გიორგი სიგუა Gem Fest-თან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული
Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხ
წაკითხვა
Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
ელექტრონული მუსიკის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთ
წაკითხვა
|