საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179452.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

992

საგარეო უწყება მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში საბერძნეთის ტრანზიტით გადაკვეთით ბრუნდებიან

გამოქვეყნებულია 2017-09-18 11:11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით ბრუნდებიან. 

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, ევროკავშირის ტერიტორიიდან მისი ​გაყვანისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.

„ხშირშემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება, რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა, მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ.

საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე („კიპის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო დეკლარაციის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, ადგილზე საექსპორტო დეკლარაციის გაფორმება არ ხორციელდება.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე: http://thessaloniki.con.mfa.gov.ge“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელ
წაკითხვა
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
2017 წლის 2 ნოემბრიდან, საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა საქართ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯა
წაკითხვა
მეთუნე, რომელიც თიხის საიდუმლოს ფლობს - ვის უკავშირდება ქართული ქვევრის ქვეყნის გარეთ პოპულარიზება
მეთუნე, რომელიც თიხის საიდუმლოს ფლობს - ვის უკავშირდება ქართული ქვევრის ქვეყნის გარეთ პოპულარიზება
წაკითხვა
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. ქვეყნის წამყვანი პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვა 48 საათს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა ფინანსთა მინისტრი. შეხვედრის მონაწილეებს დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარ
წაკითხვა
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kalitheaonline ავრცელებს.
წაკითხვა