საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179579.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

811

დავით ზალკალიანი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საკითხის გადახედვას რუსეთი ისევ ვეტოს ადებს

ლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-18 23:30:00

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფორმატის გადახედვის საკითხს რუსეთი აფერხებს და ვეტოს ადებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივან თომას გრემინგერთან შეხვედრის შედეგ განაცხადა. 

„ეუთოს ახალ გენერალურ მდივანთან დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო დიდ როლს ასრულებს საქართველოში კონფლიქტებთან მიმართებით. ეუთო არის წარმოდგენილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე და ჩვენთვის საინტერესო იყო ახალ გენერალურ მდივანთან ამ თემებზე საუბარი. დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ არაკანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც საოკუპაციო ძალები ახორციელებენ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. საუბარი ასევე იყო​ბორდერიზაციის საკითხზეც. ჩვენ ეუთო-ს მხრიდან გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ეუთო, როგორც ერთ-ერთი თავმჯდომარე, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით კონსენსუსი ისევ არ არის მიღწეული.

„მოგეხსენებათ ეუთო მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს უკრაინაშიც. იქ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 2008 წლის ომის შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განხორციელდა, იმის გამო, რომ რუსეთმა ვეტო დაადო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის მონაწილეობას, ეუთო ვეღარ ახორციელებს იქ სრულფასოვან ფუნქციას და მას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეუთო-ში არის კონსენსუსი და იმის გამო, რომ ეუთო-ს ერთი დელეგაცია და ერთი წევრი ქვეყანა - რუსეთი მუდმივად ბლოკავს მისიის განახლებას, ეს გადაწყვეტილება ეუთო-ს მისიის ფორმატში ვერ იქნა მიღებული. ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ფორმებს, რათა ყველგან ვისაუბროთ ეუთო-ს მისიის დაშვებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა თომას გრემინგერთან ქართული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები გახშირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები გახშირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენი
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურებ
წაკითხვა
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ახა
წაკითხვა
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა