| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179582.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალებამარიამ რუხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 00:02:00
19 სექტემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პაკეტს განიხილავენ. როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, ცვლილებების აუცილებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმამ განაპირობა. დეპუტატის თქმით, მიმდინარე პროცესების პარალელურად, აუცილებელია საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს არსებობა. ხატიძის თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და უფლებამოსილების განსაზღვრას, ასევე ცვლილებები შეეხება შესყიდვებსა და რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება უფრო მეტად ეფექტური, მოქნილი და საიმედო მედიასაშუალება. ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, რადგან იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. თალაკვაძის თქმით, ცვლილებები დადებითად იმოქმედებს მაუწყებელში დასაქმებულ თითოეულ ადამიანზე. „უკეთესი პირობები იქმნება თითოეული ჟურნალისტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის. ამ ვითარებაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი გარკვეული რეგულაციების გამო შეფერხებულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებდა განვითარებას სწრაფი ტემპით, ასევე საუკეთესო სტანდარტების პირდაპირ განხორციელებას. ამ ცვლილებების შემდეგ, ეს პრობლემა გადაიჭრება და დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალება“, - აცხადებს თალაკვაძე. პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად მაუწყებლისადმი დამატებითი რადიოსამაუწყებლო სიხშირეების გამოყოფა ხდება. ამასთან, კანონის არსებულ მუხლში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობას ეხება, დამატებით ზუსტდება, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა. ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება. ცვლილებებით, კანონს დებულებაც ემატება, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული, დამუშავებული, შექმნილი, მიღებული ინფორმაცია ან/და ამგვარი ინფორმაციის შემცველი/მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმების, ინოვაციური ხასიათის, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სიახლის ან/და შიდა საწარმოო/მმართველობითი პროცესების ამსახველ ინფორმაციას და რომლის გასაჯაროება კონკურენტულ გარემოში მოქმედ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით ზიანს აყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს და ასეთ ინფორმაციაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი არ ვრცელდება, ხოლო ამგვარი ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს. პროექტი სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ინიციატივით, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილებებს შეიტანს. ასევე, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. ამასთანავე, ცვლილებებით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში. ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება. საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს - სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, ცვლილებებით, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში 60 წუთს არ უნდა აღემატებოდეს (ნაცვლად 30 წუთის), ხოლო ყოველ საათში - 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთის (10%-ის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში 3 წუთს (5%-ს) არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით, წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამი დაუთმონ (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამის), საიდანაც სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არანაკლებ 10 წამის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. ასევე პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. ინიციატივით, ასევე დამატებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს: დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებაზე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალა
წაკითხვა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამეტში დღეს იწყება. ოპოზიციის ნაწილი განხილვებში
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
სერგო რატიანი - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით როგორც ქართული საზოგადოება, ასევე
წაკითხვა
დავით მათიკაშვილი - შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და ამ პროცესში პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით
წაკითხვა
პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.
წაკითხვა
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანე
წაკითხვა
თურქეთის მხარე საქართველოს 4,5 მლნ თურქული ლირის ეკვივალენტ აშშ დოლარის გრანტს გამოუყოფს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრები დღეს „საქართველოს
წაკითხვა
|