| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179600.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 შვიდი საინტერესო ფაქტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის შესახებლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 02:50:00
19 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე პოლიტიკური დებატები იწყება. ხუთი დღის განმავლობაში მაღალ ტრიბუნასთან 193 ქვეყნის წარმომადგენელი მივა. მათ შორის პირველად გამოვა სიტყვით აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მანამდე თვალი გადავავლოთ შვიდ საინტერესო ფაქტს, რომელიც გენერალურ ასამბლეას უკავშირდება. 1. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამომსვლელთა რიგითობა მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა 1955 წლიდან დღემდე (თითქმის ყოველთვის) პირველი სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტიც ტრიბუნასთან დგება - ბრაზილიაა. მიზეზი მარტივია, პირველ ორ ასამბლეაზე თავმჯდომარე ბრაზილია იყო და ეს გარკვეულწილად ტრადიციად იქცა. ასევე, უცვლელია მეორე გამომსვლელიც - ეს მასპინძელი აშშ-ის ლიდერია, მაგრამ შარშან, ობამას დაგვიანების გამო, მეორე ნომრად დებატებზე ჩადის ლიდერი წარდგა. 2. დებატების დაწყებამდე, პირველ სიტყვას გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს. საინტერესოა, რომ პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს, ინდოელი დიპლომატი ვიჯაია ლაქშმი პანდიტი იყო. ეს პროგრესული ნაბიჯი გახლდათ, თუმცა მას შემდეგ ეს პოსტი ქალმა მხოლოდ ორჯერ დაიკავა. ასამბლეის 70-ზე მეტი პრეზიდენტი კაცი იყო.
ვიჯაია ლაქშმი პანდიტი გაერო-ს ტრიბუნასთან
მუამარ კადაფის სიტყვით გამოსვლა 4. გენერალურ ასამბლეაზე 193 სახელმწიფოს წარმომადგენელი იკრიბება, ამიტომ უთანხმოება ყოველთვის იჩენს თავს. 2010 წელს, როდესაც ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გაერო-ს ტრიბუნა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კრიტიკისთვის გამოიყენა, ბევრმა დელეგატმა დარბაზი დატოვა. შარშან ანალოგიური შემთხვევა მოხდა ბრაზილიის ლიდერის გამოსვლისას. სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების დელეგაციების უმრავლესობამ დარბაზი დატოვა, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიშელ ტემერმა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა უკანონოდ დაიკავა. 5. დარბაზის დატოვება არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადმოცემის თანახმად, საბჭოთა კავშირის ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩაიდინა. როგორც ამბობენ, მან ფილიპინების დელეგატის ანტისაბჭოთა გამოსვლა მაგიდაზე ფეხსაცმლის ბრახუნით შეაჩერა. ბევრი ამბობს, რომ ის მხოლოდ იქნევდა ფეხსაცმელს. ხრუშოვის შვილიშვილი ამტკიცებს, რომ ბაბუამ ფეხსაცმელი მაგიდას ნამდვილად დაარტყა.
ნიკიტა ხრუშჩოვი გენერალურ ასამბლეაზე 6. 2006 წლის გენერალურ ასამბლეაზე ვენესუელის ყოფილ ლიდერს ტრიბუნაზე გამოსვლისას ხელში წიგნი ეჭირა. ცნობილ სიტყვაში, რომელშიც მან ჯორჯ ბუშ უმცროსს „ეშმაკიც“ კი უწოდა, ჩავესმა მემარცხენე ავტორის, ნაომი ჩომსკის წიგნს გაუკეთა რეკლამა, შედეგად ნაშრომი წლის ბესტსელერად იქცა.
უგო ჩავესი სიტყვით გამოსვლისას
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობა გრძელდება. ამჯერად ნილ სკოტი ჟურნალისტებს შეხვ
წაკითხვა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წლი
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაშ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მ
წაკითხვა
|