| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179948.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ილია მეორე - ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია
გამოქვეყნებულია 2017-09-20 19:08:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია. პატრიარქის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია. ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ. დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად. თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლა
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
მიტროპოლიტი იოანე - გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლესიო
წაკითხვა
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი
წაკითხვა
|