| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180001.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 უეფამ ნაკრებებისთვის ეროვნული ლიგის შექმნის შესახებ განაცხადაგიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-09-21 02:49:00
უეფამ ნაკრებებისთვის ეროვნული ლიგის შექმნა ოფიციალურად დაადასტურა. ეროვნულმა გუნდებმა ერთგვარი ჩემპიონთა ლიგა მიიღეს. ტურნირში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან აიღებს სტარტს, 55 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველი თამაშის თარიღია 6 სექტემბერი. ნაკრებები სიძლიერის მიხედვით ოთხ ჯგუფად დაიყოფიან: 12 უძლიერესი მოხვდება A ჯგუფში; შემდეგი 12 - B ჯგუფში; შემდეგი 15 - C ჯგუფში და ბოლო 16 - D ჯგუფში. ჯგუფებში გუნდები ქვეჯგუფებად დაიყოფიან: A და B ჯგუფში იქნება ოთხ-ოთხი ქვეჯგუფი, თითოში სამი გუნდით; C ჯგუფში - ერთი ქვეჯგუფი სამი გუნდით და სამი - ოთხი გუნდით; D ჯგუფში - ოთხი ქვეჯგუფი თითოში ოთხი გუნდით. 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში მატჩები ქვეჯგუფებში წრიული სისტემით ჩატარდება. A ჯგუფში ქვეჯგუფების გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში გაითამაშებენ უეფას ეროვნული ლიგის ტიტულს - გაიმართება ერთგვარი ოთხთა ტურნირი ორი ნახევარფინალით, მესამე ადგილისთვის მატჩითა და ფინალით. მასპინძელი ქვეყანა ამ ოთხიდან ერთ-ერთი იქნება და მის შესახებ 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადებენ. B, C და D ჯგუფების ქვეჯგუფებში ოთხ-ოთხი გამარჯვებული ერთი კლასით წინ წაიწევს, A, B და C ჯგუფების ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულები კი დაქვეითდებიან. გუნდების გადანაწილება ჯგუფებში უეფას რეიტინგის შესაბამისად მოხდება. ამ მომენტისთვის, რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ - D ჯგუფში მოხვდებოდა ლიტვის, ბელარუსის, სომხეთის, მაკედონიის, ფარერების, ლუქსემბურგის, ლატვიის, მოლდოვას, ყაზახეთის, ლიხტენშტაინის, ანდორას, მალტას, კოსოვოს, სან მარინოსა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად. პარალელურად, შენარჩუნდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც ევრო 2020-ის 20 საგზური გათამაშდება. ოთხი საგზურის მფლობელი კი უეფას ეროვნულ ლიგაზე გათამაშდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ შანსებზე - ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „
წაკითხვა
„საბურთალოს“ მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის ჩემპიონთან რთული განმეორებითი შეხვედრა გველის
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის II შესარჩევი ეტაპი „
წაკითხვა
„ლესტერმა“ შარშან, ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონზე მეტი თანხა გამოიმუშავა
უეფა-მ გამოაქვეყნა თანხები, რომელიც 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებმა გამ
წაკითხვა
საქართველოს ჩემპიონი ფუტსალის უეფა-ს თასიდან გამოვარდა
დღეს, ფუტსალში უეფა-ს თასის გათამაშების შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა და ელი
წაკითხვა
უეფა-მ ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის თარიღი დაასახელა
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2018 წლის 2 დეკემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართება
წაკითხვა
„საბურთალო“ თურქეთშია და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩისთვის ემზადება
„საბურთალო 2“ თურქეთის ქალაქ ბურსაში გაემგზავრა და უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტ
წაკითხვა
„საბურთალო“ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება
რევაზ გოცირიძის შეგირდები თურქეთის 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონ „ბურსასფორს” სტუმრად ეთამაშებია
წაკითხვა
უეფა-მა გამონაკლისი დაუშვა - გორის „დილამ“ ევროლიცენზირების უფლება მიიღო
„გვსურს, გაცნობოთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც, ევროპული ფეხბურთის
წაკითხვა
|