| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180825.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვსთამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 13:10:00
საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რამდენიმე თვის წინ შვეიცარიაში ვიზიტი გაიხსენა, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან-ფრანკო კასპერს, საქართველოში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ესაუბრა, ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ფედერაციის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა შეაფასეს. „მათ ჩვენი ინფრასტრუქტურა მიიჩნიეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, 2023 წლამდე ჩვენ გასაწევი გვაქვს გარკვეული სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი კურორტები ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარებისთვის არის საჭირო. თუ ჩვენ მოვიგებთ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა, საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, მეტად ჩაერთონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა. ჩვენ ამ მიმართულებით წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ. გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ვაფინანსებთ ზამთრის სათხილამურო სკოლებს და მომავალ წელსაც განვაგრძობთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ასევე განვაგრძობთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში სომხეთის გუნდს გამანადგურებელი შედეგით 4:0 მოუგო.
წაკითხვა
|