საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180827.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

627

ჰადიჯა ისმაილოვა პრესტიჟული პრემიით დააჯილდოეს

სალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 13:06:00

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა სახელისუფლებო დონეზე კორუფციის გამოვლენისთვის პრესტიჟული პრემიით დააჯილდოეს - იუწყება „დოიჩე ველე“. პრემია „ცხოვრების სწორის გზისთვის“ , რომელსაც ასევე ნობელის ალტერნატიულ ვარიანტადაც მოიაზრებენ, შვედეთის ფონდმა Right Livelihood Award Foundation-მა ისმაილოვას გამოვლენილი „სიმამაცისა და სიმტკიცისთვის“ გადასცა. ის ამ პრემიაზე წარდეგნილი პირველი კანდიდატია აზერბაიჯანიდან. 2015 წლის პირველ სექტემბერს ბაქოს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ჰადიჯა ისმაილოვას და რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო, მათ შორის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, უკანონო საქმიანობისთვის, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, რისთვისაც მას 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თუმცა, თავად ჟურნალისტი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა. 2017 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 5-წლიანი პირობით სასჯელით შეცვალა. 

ჰადიჯა ისმაილოვა ცნობილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის შესახებ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიებებით, ასევე, პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მათთან დაახლოებული პირების კომერციული საქმიანობების კვლევით. ჰადიჯა ისმაილოვა 2 დეკემბერს ჟურნალისტ ტურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მან საბოლოო ჯამში ისმაილოვას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და აღიარა, რომ ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან კრიტიკა მოჰყვა. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან ერთად, ფონდმა ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრემია ასევე მიანიჭა ინდოელ ადვოკატს კოლინ გონსალვეს და ეთიოპიელ უფლებადამცველ იეტნებერშ ნიგუსის, რომელიც აფრიკასა და მსოფლიოში შშმ პირების უფლებების დასაცავად იბრძვის. თითოეული მათგანი 105 ათას ევროს მიიღებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯა
წაკითხვა
საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება
საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საჯარო სამს
წაკითხვა
„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება ცხრა დეკემბერს გაიმართება
„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება ცხრა დეკემბერს გაიმართება
ზურაბ ჟვანიას ფონდმა „წინანდლის პრემიის“ რიგით მეშვიდე დაჯილდოვებისთვის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და პრემია ენი
წაკითხვა
სპექტაკლმა „სახეები“ ბულგარეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე პრემია მოიპოვა
სპექტაკლმა „სახეები“ ბულგარეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე პრემია მოიპოვა
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია პატიმრობაში მყოფ თურქ იურისტს, მურათ არსლანს გადაეცა
ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია პატიმრობაში მყოფ თურქ იურისტს, მურათ არსლანს გადაეცა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია პატიმრობაში მყოფ თურქ იურისტს, მურათ არსლანს გადაეცა
წაკითხვა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს
მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის დარღვეული და ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს, - ა
წაკითხვა
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.
წაკითხვა