| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180878.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი კვირიკაშვილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზეთამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 16:54:00
დასრულებულია საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი. ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მისივე თქმით, მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "ავიაციის განვითარება ყოველთვის იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან სწორედ ავიაბაზრის განვითარება, აეროპორტებისა და სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთა ნაკადის ზრდა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება გახლავთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაპირობა. ეს კი, რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ უკვე შეგვიძლია საქართველოს სწორი პოზიციონირება მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას და ვატარებთ სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს შედეგებზე. სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 56%- იანი ზრდა გვაქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, წელს თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა. "სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის. აღსანიშნავია, რომ ,,ტავ ჰოლდინგმა“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება- მშენებლობაში 60 მილიონ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან მომსახურებას.", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ არსებული ავიაკომპანიები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ ქსელს, ამატებენ ახალ მიმართულებებს და ზრდიან რეისების რაოდენობას. მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს უკვე შეუძლია მგზავრებს შესთავაზოს არა მარტო კომფორტული ინფრასტრუქტურა, არამედ მიმართულებების ფართო არჩევანიც. "დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ავიაკომპანიებისათვის და მგზავრებისთვის და შემდეგი წლები, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ტავ ჯორჯიას“, ,,ტავ ჰოლდინს“ და ეკონომიკის სამინისტროს, გაწეული სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო აქ მოწყობილ გამოფენას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გულგრილს არავის დატოვებს. ეს არის უნიჭიერესი ონელი ახალგაზრდის, 18 წლის ზაურ გამყრელიძის პროექტი, გამოფენა, ნამუშევრები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იდეა განვახორციელოთ ასეთი გამოფენები, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოსაჩენად და მსგავსი გამოფენები მოვაწყოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში, რათა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მივცეთ შესაძლებლობა გაიცნოს ჩვენი მკულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდების და ხელოვანების შემოქმედება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, -
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
|