| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181043.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
გამოქვეყნებულია 2017-09-27 16:04:00
საქართველოს პროკურატურამ პოლიციის ყოფილი ჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ი.ფ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ი.ფ.-ს მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გ.მ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. ხსენებულ საქმეზე 2017 წლის 06 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ი.ფ.-ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი.ფ.-ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს, გაიცა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ. ი.ფ.-მ ამჯერადაც უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ. 2017 წლის 07 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მოეხდინა მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. 2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ფ.-ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს, მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი.ფ.-მ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი.ფ.-ს N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ. გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა. მიუხედავდ იმისა, რომ მოწმეს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი.ფ.-მ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილე
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ი
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე.
წაკითხვა
|