| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181204.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 არჩილ თალაკვაძე - კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ, თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება
გამოქვეყნებულია 2017-09-28 15:03:00
ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ჩვენი გუნდის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ძალისხმევით, საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა. კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა, თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით“, - წერს კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალა
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
|