საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181307.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

987

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

გამოქვეყნებულია 2017-09-29 12:11:00

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით მე-8 ადგილზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

„2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. 

საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).

„რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით)“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ კომპონენტებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების  აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით).

ამასთან, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში სომხეთის გუნდს გამანადგურებელი შედეგით 4:0 მოუგო.
წაკითხვა