| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181382.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან და არ მიიღონ მონაწილეობა სკოლებში თანხის აგროვებაშიმარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 17:07:00
ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან და არ მიიღონ მონაწილეობა სკოლებში თანხის აგროვებაში. განათლების მინისტრი სკოლებში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს ეხმაურება და მშობლებს, პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში რაიმე სახის თანხის აგროვებისგან თავი შეიკავონ. მინისტრის თქმით, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და მსგავსი დარღვევების შესახებ განათლების სამინისტროში წლის განმავლობაში ასობით შეტყობინებას იღებს. „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში აბსოლუტურად დავფარეთ მთელი საჭიროება. სკოლას აქვს საშუალება ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს, რაც სჭირდება საგანმანათლებლო პროცესისთვის, ამიტომ ეს გადმონაშთი - მშობლებისგან, თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სამწუხაროდ, ცალკეული შემთხვევები არის და თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება გამოკვლეული და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში პედაგოგების მიერ მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ სკოლის დეპოლიტიზაციას და შესაბამისად, ნებისმიერი ცალკეული პედაგოგის ან სკოლის ადმინისტრაციის რაიმე სახით აქტივობა, მიმართული ბავშვების ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და აქაც ისეთივე მკაცრი იქნება ჩვენი რეაგირება. კონკრეტულ შემთხვევებს რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, კონკრეტულ სკოლაში საყვედური გამოეცხადა მასწავლებელს, გაფრთხილება მიეცა სკოლის ადმინისტრაციას და ყველა ასეთ შემთხვევას ჩვენ ბოლომდე მივყვებით აუცილებლად“, - აღნიშნავს ვიცე-პრემიერი. მინისტრმა დღეს სკოლებში ვაშლების დარიგების ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერი უკვე დასრულებულია და ვაშლების დარიგება უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
კასპის რაიონის სოფელ
წაკითხვა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აშენდა და მას შემდეგ რ
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილი
წაკითხვა
67-ე სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს
თბილისის 67-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლე
წაკითხვა
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს
67-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირება გრძელდება. პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას
წაკითხვა
|