საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181438.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3690

სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 20:32:00

დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 150 მილიონი ცალი.  

ჩრდილოეთ კანადის კლდეებში აღმოჩენილია ნიშნები, რომელიც აჩვენებს, რომ  სიცოცხლე თავის საქმეს დაახლოებით 3,95 მილიარდი წლის წინაც აკეთებდა. შედეგად, ხელთ გვაქვს ახალი ნამარხი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიოლოგია იმაზე უფრო მგზნებარე ყოფილა დედამიწაზე დასაწყებად, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. 

კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლაბრადორის რეგიონის დანალექი ქანების შემადგენელი ნახშირბადის იზოტოპების ანალიზის შედეგად, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთეს. 

იმ ტიპის ქანები, რომლებსაც იაპონელებმა ანალიზი ჩაუტარეს, თარიღდება დედამიწის ისტორიის ადრეული, ე. წ. ეოარქეული პერიოდით. ეს გახლავთ 4 - 3,6 მილიარდი წლის წინანდელი ეპოქა, როდესაც დედამიწის ქერქი ჯერ კიდევ ახალი იყო, ატმოსფერო კი მძიმე და შეიცავდა შედარებით ნაკლებ ჟანგბადს. 

პლანეტის ზედაპირზე ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ეოარქეული პერიოდის ქანების პოვნა. უმეტესი ნაწილი შემდეგში გადნა, დაბლა, მანტიაში აიდღვიბა ან მტვრად გაიფანტა. 

გადარჩენილებს შორის, ძალიან ცოტაა უძველესი ქიმიის ნიშნების პოვნისათვის შესაფერისი. 

ერთ-ერთი გამონაკლისია გრენლანდიაში გადაჭიმული კლდოვანი ქანების ზოლი, სახელად ისუას სარტყელი. ამ ქანებიდან აღებულ ნიმუშებში ნაპოვნია სულ მცირე 3,7 მილიარდი წლის წინანდელი სიცოცხლის ქიმიური ხელწერა. 

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგივე ნიშნების აღმოჩენა ვერ მოხერხდა ეოარქეული პერიოდის მსგავსი ადგილებიდან აღებულ ქანებში. 

დონოზავრის კბილებისა და სხვა უძველეს არსებათა შთამბეჭდავი ნაშთებისგან განსხვავებით, უძველეს სიცოცხლეს არ დაუტოვებია ისეთი კვალი, რომ ადვილად შესამჩნევი იყოს. საუბარი არაა არც პრიმიტიულ ბაქტერიებზე.  

სანაცვლოდ, ადრეული ბიოქიმიის ეს კვალი წარმოდგენილია გრაფიტის ან კარბონატების ფორმით. 

ნივთიერების გაცხელებითა და მისი შემცველი ნახშირბადის იზოტოპების ანალიზით, მკვლევრებს შეუძლიათ განსაზღვრონ არის თუ არა ისინი ორგანული წარმოშობის, ანუ წარმოადგენს თუ არა უძველეს უჯრედთა განმარხებულ ნაშთებს თუ უბრალოდ გარკვეულ გეოქიმიურ პროცესთა შედეგია. 

ზოგიერთ უძველეს ქანებში ორგანული წარმოშობის გრაფიტი აღმოჩნდა, ზოგში კი არა, რაც პაუზის მიზეზი გახდა. 

საბედნიეროდ, ახლა უკვე შეგვიძლია შემთხვევას კვლავ დავუბრუნდეთ, რადგან იგივე პერიოდის 54 კანადურ მეტადანალექოვან ნიმუშებში მკვლევრებმა გრაფიტი იპოვეს, რომელიც ცოცხალი სისტემების პროდუქტია. 

გარდა ამისა, კანადაში აღმოჩენილი ქანები ისუას სარტყლის ნიმუშებზე 150 მილიონი წლით ძველია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როდესაც დედამიწამ ფორმა მიიღო, სულ რაღაც ნახევარი მილიარდი წლის შემდეგ, სიცოცხლე უკვე აქტიურად იყო დაკავებული ნახშირბადის ატომების რეკონსტრუქციით. 

იმისათვის, რათა შეცდომა გამოერიცხათ და არ მომხდარიყო უფრო გვიანდელი პერიოდის სიცოცხლის ნიშნებით დაბინძურება, მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს გრაფიტის კრისტალიზაციის ტემპერატურებსა და იმ ტემპერატურებს შორის არსებულ მუდმივ თანმიმდევრობას, რომელიც დანალექოვან ქანებს აცხელებდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ „ნაშთები“ ოდნავ მეტია, ვიდრე გრაფიტისა და კარბონატის ქიმიური ჩრდილები, ისინი ბევრს ვერაფერს გვეუბნება იმ ორგანიზმების ბუნების შესახებ, რომელთაც ეს კვალი დატოვეს.  

მაგრამ ისინი კარგად ჯდებიან იმ უფრო დიდ სურათში, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლებოდა დედამიწაზე აღმოცენებულიყო სიცოცხლე, გვიჩვენებს ჩვენი ახლად დაბადებული პლანეტის მკაცრ გარემო პირობებსაც, რაც სიცოცხლის მსვლელობას ცოტათი უშლიდა ხელს. 

ეს ნიმუშები ძალიან გამოგვადგება ცოცხალი სისტემების ძიებისთვის მზის სისტემაში და მის მიღმა არსებულ სხვა სხეულებზე. 

როგორ ფუნქციონირებდა ადრეული სიცოცხლე დედამიწაზე და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას (თუკი არსებობს), კვლავ შემაძრწუნებელ საიდუმლოდ რჩება. 

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დაიწყო ერთგავრი შეჯიბრით რნმ-ის „ასხმულებს“ შორის, რომლებიც ჯგუფდებოდნენ და რეკომბინირდებოდნენ მანამ, სანამ ნუკლეინის მჟავის „სუპის“ გარკვეული უბეები შესძლებდნენ სხვა საჭირო ქიმიურ პროცესებთან კოოპერირებას. 

ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი, დედამიწის ისტორიის ადრეულ ეტაპზე კარგად მიმდინარეობდა მეტაბოლიზმის მსგავსი პროცესები, რომლებსაც კვლავწარმოებადი ნუკლეინის მჟავები მოგვიანებით შეუერთდა. 

2017 წლის დასაწყისში, ავსტრალიელმა მკვლევრებმა უძველესი სიცოცხლის ნიშნები იპოვეს 3,48 მილიარდი წლის წინანდელ ცხელი წყაროების დანალექებში, რაც ეჭვქვეშ აყენებს სიცოცხლის ოკეანეში დაწყების საკითხს და სავარაუდოს ხდის, რომ სიცოცხლის წარმოშობა ნაკლებ ოკეანურ გარემოშიც შესაძლებელი იყო. 

ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ამჟამინდელი ბიოსფერო წარმოიქმნა გადაშენებათა და სწრაფი ხელახლა დაწყებათა მთელი სერიების შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, შეგვიძლია ღრმად გვწამდეს, რომ სიცოცხლის ქიმიამ ჩვენი პლანეტის განვითარებაზე გავლენა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედამიწა ფაქტობრივად ახალშობილი იყო. 

რა შეიძლება ვიფიქროთ ყოველივე ამის შემდეგ? ალბათ ის, რომ ახლა უფრო მეტად გარდაუვალი ჩანს სიცოცხლე ვარსკვლავებთან, ვიდრე ოდესმე. 

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მ
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა