საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181578.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1059

უჩა ნანუაშვილი - რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კუმურდოში სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, ჩვენი ოფისი ჩართულია პროცესის მონიტოტინგში

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-01 11:56:00


რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კუმურდოში სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. 

უჩა ნანუაშვილის თქმით, კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს მისი ოფისი სწავლობს და უფრო დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

„ჩვენ ვაპირებთ საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები და მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ სრული სურათი არ გვაქვს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა. დაზიანდა ასევე რამდენიმე პოლიციელი და ავტომობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა დეტალში გავერკვეთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი განცხადება. ჩვენი ოფისი ახალქალაქში არის ჩართული უშუალოდ ამ პროცესის მონიტოტინგში“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა. 

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. 

უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი და ისინი უკვე გამოუშვეს

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დათო ბოლქვაძის ტრაგიკული დაღუპვიდან 25 წელი გავიდა
დათო ბოლქვაძის ტრაგიკული დაღუპვიდან 25 წელი გავიდა
დათო ბოლქვაძის ტრაგიკული დაღუპვიდან 25 წელი გავიდა. 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპი
წაკითხვა
სახალხო დამცველი „ციანიდის საქმეზე“ დასკვნას გამოაქვეყნებს
სახალხო დამცველი „ციანიდის საქმეზე“ დასკვნას გამოაქვეყნებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უახლოეს დ
წაკითხვა
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს
67-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირება გრძელდება. პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას
წაკითხვა
კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი უკრაინის პარლამენტ
წაკითხვა
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრო
წაკითხვა
მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, 58-ე უბანზე დაპირისპირება იყო
მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, 58-ე უბანზე დაპირისპირება იყო
დაპირისპირება იყო მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალიში, 58-ე უბანზე. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან
წაკითხვა
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.
წაკითხვა