საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181602.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

408

რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია ერთი წლით თავისი რიგებიდან გარიცხეს

გამოქვეყნებულია 2017-10-01 16:15:00


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია ერთი წლით თავისი რიგებიდან გარიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ეროვნული ფედერაციები, რომლებსაც 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას, ანტისადოპინგო წესების მინიმუმ სამი დარღვევა დაუფიქსირდათ, ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ, - ვკითხულობთ საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში. 

რუსეთის ბედი გაიზიარეს ყაზახეთის, ჩინეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვას ფედერაციებმაც. 

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე შეერთებულ შტატებში ჩატარდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე